გამოკითხვა
მწეველები დარწმუნებულნი არიან, რომ სიგარეტი სტრესის მოხსნაში ეხმარებათ. მეცნიერები კი საპირისპიროს ამტკიცებენ და აცხადებენ, რომ მწეველებს სტრესისგან მოწევაზე უარის თქმა გაათავისუფლებს. ეს დასკვნა მედიკოსებმა 500 მწეველის შფოთვის დონის შესწავლის შემდეგ გამოაქვეყნეს. ლონდონის სამეფო კოლეჯისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მწეველებში შფოთვის დონე ჯერ მოწევის პროცესში დააფიქსირეს, შემდეგ იგივე ტესტი ამ მავნე ჩვევის მიტოვების შემდეგ გადაამოწმეს. კვლევის
დაწყებამდე ყოველი მეხუთე მწეველი აცხადებდა, რომ სწორედ სიგარეტი ეხმარებოდათ სტრესული მდგომარეობიდან თავის დაღწევაში. ნახევარი წლის შემდეგ კი 491 მწეველიდან 68 მათგანმა საბოლოოდ უარი თქვა ამ ჩვევაზე. დადგინდა, რომ ამის შემდეგ მათი ნერვული სისტემის შფოთვის დონემ მნიშვნელოვნად იკლო
იმისათვის, რომ გავიგოთ ნიკოტინზე დამოკიდებულების დონე, მწეველმა საკმარისა გასცეს პასუხი 2 ძირითად შეკითხვას: გაღვიძებიდან რა დროში ეწევა პირველ სიგარეტს და რამდენს ეწევა ის დღეში? რაც ნაკლებია პირველი და მეტია მეორე, მით მეტია დამოკიდებულება. ჩავატაროთ ტესტი:
1. ადგომიდან რამდენად მალე ეწევით პირველ სიგარეტს ?
არაუადრეს , ვიდრე 60 წთ. შემდეგ (7)
31-60 წთ (10)
6-30 წთ (12)
5 წთ. განმავლობაში (6)
2. გიძნელდებათ თავისშეკავება მოწევისგან იქ სადაც ეს აკრძალულია?
არა (7)
დიახ (12)
3. მერამდენე სიგარეტის მოწევაზე უარის თქმა იწვევს თქვენში უფრო მეტ უსიამოვნებას?
პირველი, დილის (20)
ნებისმიერი სხვა (4)
4. დღეში რამდენ ღერ სიგარეტს ეწევით?
10 ან ცოტა ნაკლები (9)
11-20 (3)
21-30 (2)
31 ან მეტი (0)
5. გაღვიძებისას უფრო მეტს ეწევით, თუ მთელი დღის განმავლობაში?
გაღვიძებისას (5)
მთელი დღის განმავლობაში (15)
6. ეწევით თუ არა, იმ მაშინ როცა ავად ხართ და იძულებული ხართ მთელი დღე ლოგინში გაატაროთ?
არა (2)
დიახ (16)
თუ შეჯამებული მონაცემები 4 ქულაზე ნაკლებია, თქვენი ნიკოტინზე დამოკიდებულება არ არის მძიმე და უფრო მარტივად შეგეძლებათ მოწევისგან თავის დანებება. თუ 7 ქულას აღემატება, მაშინ, თქვენ განიცდით ნიკოტინზე უმძიმეს დამოკიდებულებას და ამ ჩვევისთვის უარის თქმისთვის აუცილებელია სპეციალისტთან კონსულტაცია ანდა უბრალოდ დიდი ნებისყოფა და დიდი სურვილი.
No comments:
Post a Comment