იტალიური სკოლის XI კლასში ძალზედ დიდი პრობლემაა!!!
ერთ-ერთი ჩვენი თანაკლასელი აწ უკვე 3 წელია მიდრეკილია მოწევისადმი. იმისათვის, რომ იგი დაგვერწმუნებინა სიგარეტის მავნებლობაში გადავწყვიტეთ მისი ფილტვები რენტგენის აპარატზე გაგვეშუქებინა და შემდეგ არამწეველის ფილტვებთან შეგვედარებინა.
გამარჯობა
მე ნიკა სვინტრაძე ვარ. უნდა გამოვტყდე
რომ სიგარეტს უკვე სამი წელია ვეწევი.
რამდენჯერმე ვცადე ეს მავნე ჩვევა მომეშორებინა,
რა არ ვცადე: ხან დავიფიცე, ხან პირობა დავდე,მაგრამ ვერ გავუმკლავდი. როდესაც ამ ბლოგზე დავიწყე ფიქრი, მე და გიორგიმ გადავყწვიტეთ ორიგინალურები ვყოფილიყავით. ჩვენ წავედით
რენტგენის კაბინეტში და ფილთვების სურათი გადავიღეთ.
გამარჯობა
მე გიორგი გვენეტაძე ვარ. ნიკასგან განსხვავებით სიგარეტს არ ვეწევი. ნიკას არ უნდა იმის გათავისება თუ რა ზიანს აყენებს ნიკოტინი მის ორგანიზმს. ამიტომაც შევთავაზე ერთად წავსულიყავით და გადაგვეღო ჩვვენი ფილტვების რენდგენი. ჩვენი ფილტვების რენდგენის სურათის შედარებისას იმედიმაქვს ნიკა დარწმუნდება სიგარეტის მავნებლობაში.
ექიმმა აგვიხსნა რომ ნიკას რენტგენის სურათზე ჩრდილები ნიკოტინის კვალი. ის ჯერ "სტაჟიანი" მწეველი არ არის, ამიტომ მისი ფილტვები ჯერ კიდევ "საყვარლად" გამოიყურება. თუ გონს არ მოეგება წინ ასეთი პერსპექტივა ელის.
ჩვენს მიერ შემუშავებული სიგარეტის თავის დანებების გზების სანახავად გთხოვთ გადაბრძანდეთ ბმულზე :http://mowevacudia.blogspot.com/2015/10/blog-post_45.html
No comments:
Post a Comment