Monday 19 October 2015

როგორ დავანებოთ თავი მოწევას?!

როგორ დავანებოთ თავი მოწევას?!


ნიკოტინზე დამოკიდებული თითქმის ყველა ადამიანი სიცოცხლეში ერთხელ მაინც იღებს გადაწყვეტილებას, ეს მავნე ჩვევა დაძლიოს, მაგრამ სიგარეტისადმი ავადმყოფური ლტოლვა უფრო ძლიერია. ბევრი მწეველი შესანიშნავად აცნობიერებს, რა მავნეა ეს ჩვევა როგორც თავად მისთვის, ისე გარშემო მყოფთათვისაც. მაშ, რატომ ვერ ახერხებენ სიგარეტისთვის თავის დანებებას? ნუთუ ამ ჩვევის დაძლევა შეუძლებელია და "უკანასკნელი" ღერი ვერასოდეს გახდება ნამდვილად "უკანასკნელი"?
იმისთვის, რომ სიგარეტს თავი დაანებოთ, უნდა გაგიჩნდეთ ერთგვარი მოტივაცია ამ ნაბიჯის გადასადგმელად. თუ მტკიცედ არ გაქვთ გადაწყვეტილი თამბაქოზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლება, ესე იგი მოწევას პრობლემად არ აღიქვამთ და ვერაფრით დაგეხმარებათ. მოწევის სტიმული სხვადასხვა ადამიანისთვის სხვადასხვა რამ არის. მაგალითად, ბევრისთვის მოწევა რელაქსაციის საშუალებაა. სურვილის პროვოცირება შესაძლოა მოახდინოს: საქმისგან შესვენებამ, ბუნების წიაღში ყოფნამ, ბარში მეგობრებთან ერთად ყოფნამ, ალკოჰოლის მიღებამ, დაღლილობამ. მოდი, ავიღოთ კალამი და პუნქტობრივად ჩამოვწეროთ:
რას გვაძლევს სიგარეტი?
მოდუნების განცდას;
კვამლის ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის სასიამოვნო შეგრძნებას;
მწეველებთან ერთიანობის განცდას (არსებითად, ამაში ერთგვარი სნობიზმის მომენტიც არის).
რატომ მინდა სიგარეტისთვის თავის დანებება?
ვზრუნავ ჯანმრთელობაზე, მინდა, ფილტვები გავისუფთაო და გულზე დატვირთვა შევამცირო;
მინდა, გავიჯანსაღო კანი და თმა;
მინდა, შევამცირო ონკოლოგიური დაავადების განვითარების რისკი;
მინდა, თავი დავაღწიო სინდისის ქენჯნას;
აღარ მინდა, ტანსაცმელსა და სხეულზე თამბაქოს სუნი ამდიოდეს;
მინდა, დავიბრუნო კბილების სიქათქათე;
სიგარეტზე უამრავი ფული მეხარჯება.
ახლა ორივე სია ერთმანეთს შევადაროთ. თუ მეორე სიაში უფრო მეტმა და მნიშვნელოვანმა არგუმენტმა მოიყარა თავი, მართლაც გქონიათ მიზეზი სიგარეტისგან თავის დასაღწევად. თუ პირველი სიის არგუმენტები დომინირებს, ესე იგი მოწევა პრობლემად არ მიგაჩნიათ. პირველ ხანებში მოწევის სურვილი მუდმივად გექნებათ. ბოლომდე უნდა მისდიოთ თქვენს სურვილს და სიგარეტის მონობისგან გათავისუფლდეთ. თანდათანობით მოწევის სურვილი შესუსტდება. 
უპოვეთ სიგარეტს შემცვლელი
სიგარეტისადმი ლტოლვა იმდენად ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებასთან არ არის დაკავშირებული, რამდენადაც ფიზიოლოგიურთან. ორგანიზმი მიჩვეულია, ყოველდღიურად მიიღოს ნიკოტინის განსაზღვრული დოზა, მისი მოკლების შემთხვევაში ვითარდება აბსტინენციური სინდრომი. გაღიზიანებამ, შფოთვამ შესაძლოა სიგარეტი ისევ აგაღებინოთ. ეს რომ არ მოხდეს, სცადეთ სპეციალური საღეჭი რეზინი ან საწუწნი კანფეტები. თუ გრძნობთ, რომ ეს არ გყოფნით, მიმართეთ ექიმს - ის შეგირჩევთ სამკურნალო საშუალებას, რომელიც დააქვეითებს შფოთვის დონეს და ძალებისა და გონების მობილიზაციაში დაგეხმარებათ.


About the Author

Wasim Ahmad

Blogger

I am the founder of this blog if you like my tuts , follow me

No comments:

Post a Comment

Powered By Blogger
Powered by Blogger.

Popular Posts