ჯანრთელობისათვის მავნე ჩვევებს მილიონობით ადამიანი გულგრილად უყურებს იმ ჭეშმარიტებას, რომ თამბაქო შხამია ორგანიზმისთვის. “თამბაქო საოცრად გავრცელებული მომაკვდინებელი იარაღია” – ასეთი განაჩენი გამოუტანა თამბაქოს ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ. იშვიათად ხდება, რომ სხვადასხვა ქვეყნისა და სხვადასხვა სპეციალობის მეცნიერები ასეთი ერთსულოვანნი იყვნენ რაიმე მავნე ჩვევის შეფასებაში.
უკანასკნელ ათწლეულში სიგარეტის ყოველწლიური მოხმარება განვითარებულ ქვეყნებში შემცირდა 1,4%-ით, ხოლო განვითარებად ქვეყნებში გაიზარდა 1.7%-ით.
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მსოფლიოში საშუალო ასაკის სამი გარდაცვლილი მამაკაციდან ერთი სიგარეტის წევის მსხვერპლია, ხოლო ქალებში – რვა გარდაცვლილი ქალიდან ერთი.
1995 წელს თამბაქოს მავნე ზემოქმედების შედეგად გარდაიცვალა სამი მილიონი მწეველი, ანუ ყოველ ათ წამში ერთი მწეველი. პროგნოზით ნავარაუდებია, რომ 2005 წლისათვის ამ მიზეზით გარდაცვლილთა რაოდენობა იქნება ათ მილიონი, ანუ ყოველ ოთხ წამში ერთი მწეველი.
თამბაქოს წევა არის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი, რომელიც ახლო მომავალში განსაკუთრებულ სირთულეებს შეუქმნის საზოგადოების ჯანმრთელობის მდგომარეობას.
მოკლე ისტორიული ცნობები თამბაქოს შესახებ
თამბაქოს სამშობლოდ ითვლება სამხრეთ ამერიკა. ქრისტოფერ კოლუმბის მოგზაურობამდე ევროპელთათვის თამბაქოს არსებობა ცნობილი არ იყო. როგორც კოლუმბმა აღმოაჩინა, ძირძველი ამერიკელები თამბაქოს ხმარობდნენ რელიგიური და სხვა დღესასწაულების დროს.
კოლუმბმა ევროპაში დაბრუნებისას თან ჩამოიტანა თამბაქოს ნიმუში, მაგრამ იმ დროისათვის თამბაქომ დიდი გავრცელებავერ ჰპოვა. ევროპაში თამბაქოს მოწევა დაიწყეს მხოლოდ 1580 წლიდან. თამბაქოს პოპულარიზაციაში დიდი წვლილი მიუძღვის სერ უოლტერ რელეის, რომელიც ინგლისის დედოფლის – ელისაბედ I-ის კარზე ცნობილ პიროვნებად ითვლებოდა. თამბაქოს მოწევა მალე გავრცელდა ევროპის სხვა სახელმწიფოებში – ჯერ ესპანეთსა და პორტუგალიაში, შემდეგ კი საფრანგეთში, გერმანიასა და იტალიაში, ასევე ინგლისის კოლონიებში – აფრიკასა და აზიაში. რუსეთში თამბაქოს მოწევა გავრცელდა XVII საუკუნის დასაწყისში.
საქართველოში თამბაქო შემოიტანეს XVII საუკუნის ბოლოსა და XVIII საუკუნის დასაწყისში.
მსოფლიოში თამბაქოს ყველაზე დიდი პლანტაციებია ჩინეთში, ინდოეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ინდონეზიასა და თურქეთში. თამბაქო მოჰყავთ აგრეთვე სამხრეთ ამერიკაში, ევროპის ქვეყნებში დასავლეთ აფრიკასა და ავსტრალიაში.
არსებობს თამბაქოს ნაწარმის სხვადასხვა სახე – პაპიროსი, სიგარეტი, სიგარა, ჩიბუხისა და გასახვევი თუთუნი, აგრეთვე ბურნუთი და საღეჭი თამბაქო.
თამბაქოს წევის დაწყების მიზეზები
თამბაქოს წევის დაწყების ერთ-ერთ მიზეზად მკვლევარები ასახელებენ ცნობისმოყვარეობას. მაგალითად, სკოლისა და სხვა სასწავლებლების უფროსი კლასებისა და უმცროსკლასელთა გამოკითხვით დადგინდა, რომ გამოკვლეულთა 25%-მა თამბაქოს წევა დაიწყო ცნობისმოყვარეობის გამო.
ზოგი მოწევას იწყებს ამხანაგის, მშობლის ან სათაყვანებელი პირის მიბაძვით, ზოგს კი სიგარეტის მოწევით უნდა დაამტკიცოს რომ უკვე უფროსი ასაკისაა და დამოუკიდებელია. მოზარდების უმრავლესობა სიგარეტის მოწევას იწყებს მაშინ, როცა მას ამხანაგი შესთავაზებს. ახალგაზრდების უმრავლესობამ იცის თამბაქოს წევის საშიშროების შესახებ, მაგრამ ისინი ფიქრობენ, რომ ეს საშიშროება მათ არ ემუქრებათ.
დადგენილია, რომ თამბაქოს მწეველ ოჯახებში თამბაქოს მწეველ ბავშვთა რაოდენობა აღემატება 50%-ს, ხოლო არამწეველთა ოჯახებში მათი რაოდენობა 25%-მდე აღწევს.
გამოკვლევები ცხადყოფს, რომ ბიჭები ძალიან ადრე, 10-12 წლის ასაკიდან ეჩვევიან თამბაქოს წევას. ეს კი ის პერიოდია, როდესაც ბავშვის ორგანიზმი ინტენსიურიზრდა-განვითარების პროცესშია. ბავშვის მგრძნობელობა კვამლისადმი მით უფრო მაღალია, რაც უფრო ნაკლები ასაკისაა იგი. თუ ბიჭებში თამბაქოს წევის დაწყება უფროსების მიბაძვისადმი მისწრაფებაა, გოგონების მიერ თამბაქოს წევის დაწყება ხშირად დაკავშირებულია კეკლუცობასთან, დიდ სურვილთან იყვნენ ორიგინალურნი, მოაწონონ თავი ბიჭებს.
ადამიანების უმრავლესობა სიგარეტის მოწევას იწყებს იმის გამო, რომ ჰგონიათ იგი ხელს შეუწყობს მათ ნერვიულობის, მოწყენილობის, სტრესების, დეპრესიული მდგომარეობის თავიდან აცილებაში.
არსებობს მწეველთა ორგვარი ტიპები: იშვიათი და რეგულარული.
იშვიათ მწეველებს მიეკუთვნებიან ის პირები, რომლებიც სიგარეტს ეწევიან მხოლოდ იშვიათად, განსაკუთრებული შემთხვევების დროს, მაგალითად, დღესასწაულის დროს ან წვეულებაზე, ჭამის შემდეგ, ამხანაგებთან სტუმრობისას და სხვა.
რეგულარულ მწეველს მიეკუთვნება ის პირი, რომელიც ეწევა თამბაქოს ყოველლღე. ისინი ფიზიკურად შეჩვეულნი არიან ნიკოტინის მიღებას, მათ ვერ წარმოუდგენიათ ერთი დღეც კი სიგარეტის გარეშე.
სიგარეტის წევა ადამიანს ბევრ დროს ართმევს. მაგალითად, გამოანგარიშებულია, რომ ის პირი, რომელიც დღეში საშუალოდ ორ კოლოფ სიგარეტს ეწევა, ამ პროცესს ანდომებს 3-4 საათს.
ხშირად რეგულარული მწეველი ცდილობს თავი დაანებოს თამბაქოს მოწევას, მაგრამ ამის შედეგად პირველ ხანებში მას ეწყება დეპრესია, მოუსვენრობა, ნერვიულობა, ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, რატომაც რეგულარული მწეველი თავს არ ანებებს მოწევას არის ის, რომ თავიდან აიცილოს ეს სიმპტომები.
როგორია ნიკოტინისადმი მიჩვევის მექანიზმი?
თამბაქოს ძირითად მოქმედ საწყისს წარმოადგენს ნიკოტინი. ნიკოტინი – ფრანგი დიპლომატის ჟან ნიკოს გვარის მიხედვით, რომელმაც 1560 წელს პირველად შეიტანა თამბაქო საფრანგეთში, – წარმოადგენს ალკალოიდს, რომელიც არის თამბაქოს ფოთლებსა და თესლში. ერთი ცალი სიგარეტი ჩვეულებრივ შეიცავს 10-15 მგ ნიკოტინს. იგი მეტად ძლიერი შხამია, რომელიც უპირატესად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, საჭმლის მონელებაზე, სასუნთქ და გულსისხლძარღვთა სისტემებზე.
თამბაქოს კვამლის შემადგენელი კომპონენტებ შეიწოვება სისხლში და ვრცელდება მთელს ორგანიზმში. შესუნთქვიდან ორი-სამი წუთის შემდეგ ნიკოტინი აღწევს თავის ტვინის ქერქის უჯრედებში და დროებით ამაღლებს მათ აქტიურობას. ერთდროულად ხანმოკლე დროით ფართოვდება ტვინის სისხლძარღვები, ამის შედეგად სუბიექტურად აღიქმება დამშვიდებისა და შრომისუნარიანობის მომატების შეგრძნება, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ეს გრძნობა ქრება, რასაც საფუძვლად უდევს ტვინის სისხლძარღვების შევიწროება და მათი აქტიურობის დაქვეითება. კვლავ ჩნდება თამბაქოს მოწევის სურვილი და კვლავ მეორდება აღნიშნული მდგომარეობა. ასე ჩამოყალიბდება თამბაქოს წევის ჩვევა.
თამბაქოს წევის პროცესი მშრალი გამოხდაა მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით, რომელიც სიგარეტის ანთებულ ბოლში 3000ს აღწევს. თამბაქოს მწეველის მიერ შესუნთქული კვამლი ახდენს თამბაქოდან ნიკოტინის გადადენას. ნიკოტინი სწრაფად იხსნება წყალში, ამიტომ ადვილად შეიწოვება პირისა და ცხირის ღრუს ლორწოვანიდან, ხოლო პირის ღრუდან ნერწყვთან ერთად, კუჭში გადასული, შეიწოვება აგრეთვე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის კედლიდან.
ერთ სიგარეტსაც კი ორგანიზმისთვის ზიანი მოაქვს. გამოანგარიშებულია, რომ ადამიანის ორგანიზმში ნიკოტინის რამდენიმე წვეთის (100-200 მგ. ე.ი. იმ რაოდენობის, რომელსაც შეიცავს 200 გ. თამბაქო) შეყვანამ შეიძლება სიკვდილი გამოიწვიოს. ნიკოტინის სასიკვდილო დოზაა ერთი მილიგრამი ერთ კილოგრამ მასაზე, ე.ი. 50-70 მილიგრამი მოზარდისათვის. ამასთანავე, მხედველობაშია მისაღები, რომ მოზარდი ორგანიზმი, მოზრდილთან შედარებით ორჯერ მეტად არის ნიკოტინისადმი მგრძნობიარე. ნიკოტინით მოწამვლის ნიშნებია: ნერწყვის გამოყოფა, გულის რევა, კანის საფარველის გაფერმკრთალება, სისუსტე, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ყურებში შუილი, მაჯის აჩქარება და სხვა.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თამბაქოს წევისას ადამიანი ეჩვევა ნიკოტინს, ხანგრძლივი წევის ან თამბაქოს მტვრის სისტემატური ჩასუნთქვის შედეგად (მაგალითად, თამბაქოს ქარხანაში მომუშავეებში) ვითარდება ნიკოტინიზმი – ნიკოტინით მოწამვლა.
თამბაქოს შემადგენლობა
მრავალრიცხოვანი სამედიცინო გამოკვლევებით დადგენილია, თუ რა მავნე ზემოქმედებას ახდენს თამბაქო ადამიანის ჯანმრთელობაზე. თამბაქოს ფოთლები შეიცავს 2500-ზე მეტ ქიმიურ ნივთიერებას, თამბაქოს ბოლში კი მათი რაოდენობა 4000-მდე აღწევს. მეცნიერების მიერ განსაზღვრულია, რომ თამბაქოს ბოლში შედის ორმოცზე მეტი კანცეროგენი. კანცეროგენი წარმოადგენს კიბოს გამომწვევ ნივთიერებას.
სიგარეტის ბოლი შეიცავს ისეთ მომწამლავ გაზს, როგორიცაა კარბონმონოქსიდი, რომელიც შედის აგრეთვე ავტომობილის ძრავის გამონაბოლქვში. ამ გაზის მომწამლავი მოქმედება გამოიხატება იმით, რომ იგი სისხლის წითელ ბურთულებს ჟანგბადზე ადვილად უერთდება, იკავებს რა ჟანგბადის ადგილს, მწეველის ორგანიზმი ვეღარ მარაგდება საჭირო რაოდენობის ჟანგბადით. ორგანიზმში ჟანგბადის უკმარისობა კი იწვევს სხვადასხვა სასიცოცხლო სისტემების ფუნქციების დაქვეითებას.
თამბაქოს მავნე გავლენა ორგანიზმზე
საყოველთაოდ ცნობილია, რომ თამბაქოს წევის პროცესში წარმოქმნილი ნივთიერებები მავნე ზეგავლენას ახდენს ადამიანის ყველა ორგანოზე და, შესაბამისად, ყველა სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაზე.
თამბაქოს კვამლის შესუნთქვისას ზიანდება კბილის მინანქარი, რაც იწვევს კარიესის გაჩენას, კბილები ყვითლდება, ხშირად ვითარდება სტომატიტი და გინგივიტი.
თამბაქოს წევა იწვევს სისხლძარღვულ ცვლილებებს. ნიკოტინის მოქმედების შედეგად ვიწროვდება სისხლძარღვები, მათ კედლებში წარმოქმნილი ტროფიკული ცვლილებები კი ხელს უწყობს ათეროსკლეროზისა და სისხლძარღვთა სისტემური დაავადების განვითარებას. ნიკოტინი ერთ-ერთი ფაქტორია, რომელიც ადიდებს მიოკარდიუმის ინფარქტის, გულის კუნთის და ტვინის სისხლძარღვების დაავადების რისკს. კარდიოლოგთა მონაცემებით, თამბაქოს მწეველთა შორის მიოკარდიუმის ინფარქტით სიკვდილიანობა ორჯერ მეტია, ვიდრე არამწეველთა შორის.
გასაკვირი არ არის, რომ თამბაქოს მწეველებში მომატებულია სასუნთქი გზების დაავადებების – ქრონიკული ბრონქიტის, ბრონქული ასთმის, ბრონქოექტაზიისა და ემფიზემის სიხშირე; ბრონქებისა და ბრონქიოლების ლორწოვანი გარსის სისტემატური გაღიზიანება იწვევს მათ ქრონიკულ დაავადებებს, რაცზოგჯერ მთავრდება ბრონქული ასთმის ჩამოყალიბებით. სამრეწველო საწარმოების გამონაყოფებით და ავტოტრანსპორტის მიერ გამონაბოლქვი აირებით დაბინძურებული ატმოსფერული ჰაერის და ბოლის ერთდროული შესუნთქვაც, ცხადია, კიდევ უფრო ზრდის სასუნთქი სისქემის დაავადებათა სიხშირეს.
თამბაქოს წევის ერთ-ერთი ყველაზე საშიში შედეგია ფილტვის კიბოთი დაავადება. არსებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ფილტვის კიბოს დაავადების საშიშროება თამბაქოს მწეველთა შორის ოცჯერ მეტია, ვიდრე არამწეველებში. ფილტვის კიბოს გამომწვევ მიზეზად მიჩნეულია ნიკოტინის ფისში ე.წ. კანცეროგენული (კიბოს გამომწვევი) ნივთიერებისა და რადიაქტიური ელემენტის – პოლონიუმის შემცველობა.
დადგენილია, რომ მწეველთა შორის ტუბერკულოზით დაავადებულთა რიცხვი თითქმის ორჯერ მეტია. მოზრდილთა შორის ტუბერკულოზით დაავადებულთა 95% მწეველები არიან.
ნიკოტინის შხამი მოქმედებს ვეგეტატიურ ნერვულ სისტემაზე, უფრო მეტად კი თირკმელზედა ჯირკვლებზე. თირკმელზედა ჯირკვლები წარმოადგენს წყვილ ჰორმონულ ჯირკვალს, რომლებიც გავლენას ახდენენ ორგანიზმის ბევრ მნიშვნელოვან ფუნქციაზე. ისინი სისხლში გამოყოფს ისეთ საშუალებებს, ადრენალინი და ნორადრენალინი (კატექოლამინები). ისინი სისხლის გზით გადადიან სხეულის სხვადასხვა უბანში და ზემოქმედებას ახდენენ შინაგანი ორგანოების ნერვულ აპარატზე. ნიკოტინის მცირე დოზა კატექოლამინების გამოყოფას აძლიერებს, ხოლო დიდი დოზა კი ამცირებს მათ გამოყოფას. ამის შედეგად ნიკოტინის მცირე დოზა იწვევს არტერიული სისხლის წნევის დონის მომატებას, ხოლო დიდი დოზა კი გულ-სისხლძარღვთა მუშაობის დათრგუნვას. სწორედ ამით აიხსნება ნიკოტინით მწვავე მოწამვლის დროს სისხლძარღვებში წნევის მკვეთრი დაწევა, რაც იწვევს თავბრუსხვევას, გონების დაკარგვას და სიკვდილს.
თამბაქოს წევის ნიადაგზე ავთვისებიანი სიმსივნე შეიძლება წარმოიქმნას აგრეთვე პირის ღრუში, ხახაში, ხორხში, საყლაპავ მილში, თირკმელში, შარდის ბუშტში. თამბაქოს მწეველების, – რომლებიც სისტემატურად ყლაპავენ ნერწყვს და მასში შემცველ თამბაქოს წვის პროდუქტებს, – კუჭში კანცეროგენული ნივთიერებაც ხვდება.
ნიკოტინი ნაადრევად უკარგავს მადას ადამიანს, ხელს უწყობს საჭმლის მონელების მოშლას, ვითარდება ვეგეტატიური დარღვევები – ძლიერდება კუჭის სეკრეცია, მკვეთრად მატულობს კუჭისა და ნაწლავების კატარული მდგომარეობისა და წყლულის განვითარებისათვის. თამბაქოს მწეველებში კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება 2-3-ჯერ უფრო ხშირია.
ნიკოტინი უარყოფით გავლენას ახდენს სასქესო ჯირკვლებზეც. იგი ხელს უწყობს სქესობრივ უძლურებას. ნიკოტინით ინტოქსიკაციის შეწყვეტა განაპირობებს სქესობრივი ფუნქციის აღდგენას.
მწეველები და გარემო
თამბაქოს წევა მავნეა არა მარტო მწეველისათვის, არამედ იმათთვისაც, ვინც მწეველებთან ერთად შენობაში იმყოფება და თამბაქოს კვამლით მოწამლული ჰაერით სუნთქავს. ყოველწლიურად ასობით არამწეველი იღუპება თამბაქოს მოწამლული ჰაერის მათ ორგანიზმში მოხვედრის გამო. მათი უმრავლესობაა ბავშვები და მოზარდები. მწეველები დიდ ზიანს აყენებენ თავიანთი ოჯახის წევრებს, მეგობრებს და თანამშრომლებს.
ადამიანს, რომელიც სუნთქავს თამბაქოს ბოლით დაბინძურებულ ჰაერს, – პასიური მწეველი ეწოდება. პასიური მოწევა საფრთხეს უქმნის ადამიანთა ჯანმრთელობას. გამოთვლილია, რომ წელიწადში თითქმის 50 000 არამწეველი იღუპება პასიური წევისაგან გამოწვეული შედეგების გამო. არამწეველთა შორის პასიური მოწევა ყველაზე ძალიან მოქმედებს ბავშვებზე, მოზარდებზე და იმ პირებზე, რომელთაც აქვთ ასთმა, ემფიზემა, გულის დაავადებები თუ სხვა სერიოზული დაავადებები.
პასიური მწეველი სუნთქავს ორი ტიპის ბოლს: პირდაპირი და გვერდითი გამონაბოლქვი.
პირდაპირი არის ის გამონაბოლქვი, რომელსაც უშვებს ანთებული სიგარეტი; ხოლო გვერდითი, – რომელსაც ამოისუნთქავს მწეველი სიგარეტის მოწევის დროს.
გვერდითი ბოლი შეიცავს ორჯერ მეტ ნიკოტინს და ხუთჯერ მეტ კარბონმონოქსიდს, ვიდრე პირდაპირი ბოლი. აგრეთვე მის შემადგენლობაში უფრო მეტია სხვა მომწამლავი ნივთიერებებიც.
მწეველი მშობლების შვილები ფაქტობრივად არიან პასიური მწეველები. ასეთ ბავშვებში აღინიშნება ინფექციური დაავადებებისადმი ნაკლები წინააღმდეგობის უნარი, ისინი ხშირად ავადმყოფობენ, აცდენენ სკოლას და უფრო დიდხანს არიან საავადმყოფოებში, ვიდრე არამწეველთა შვილები.
ამერიკის შეერთებული შტატების 30-ზე მეტ შტატში აკრძალულია სიგარეტის მოწევა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.
ნიკოტინის “მცირე რაოდენობის” შემცველი სიგარეტები
იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანის ჯანმრთელობაზე სიგარეტის მოწევის მავნე გავლენის შესახებ ფართოდ გახდა ცნობილი, თამბაქოს კომპანიებმა დაიწყეს ნიკოტინის “მცირე რაოდენობის” შემცველი სიგარეტების გამოშვება. თვლიდნენ რომ ისინი ჩვეულებრივ სიგარეტთან შედარებით უფრო უსაფრთხოა, მაგრამ ეს ასე არ არის. ამ სიგარეტის ფილტრით მცირდება მხოლოდ ადამიანის ორგანიზმში შემავალი ბოლის და არა ნიკოტინისა თუ კარბონატის მონოქსიდის რაოდენობა.
გამოკვლევებმა გვიჩვენა, რომ ნიკოტინის “მცირე რაოდენობის” შემცველი სიგარეტების მოწევა არ ამცირებს ისეთი დაავადებების განვითარების რისკს, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა და ფილტვის ქრონიკული დაავადებები, პირის ღრუს სიმსივნეები და სხვა.
რატომ უნდა დაანებოთ თავი სიგარეტს?
მსოფლიოში, ყოველწლიურად, თამბაქოს მოწევას თავს ანებებს მილიონობით ადამიანი. მწეველთა უმრავლესობისათვის ეს პროცესი ადვილი არ არის, რადგან მათი ორგანიზმი შეჩვეულია ნიკოტინს. მიღების შეწყვეტის შემდეგ მათ უწევთ გაიარონ რთული ფიზიკური და ფსიქოლოგიური გარდამავალი პერიოდი, სანამ თავს იგრძნობენ ისევე კომფორტაბელურად, როგორც გრძნობენ არამწეველები.
თუ ადამიანს სურს თავი დაანებოს სიგარეტის წევის ამ მავნე ჩვევას, მან პირველ რიგში უნდა გააცნობიეროს, თუ რა დადებითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს თან ამ ფაქტს.
ადამიანი თავს დაანებებს თუ არა სიგარეტის მოწევას, მაშინვე იწყება ორგანიზმის გაწმენდის პროცესი. პირველი 24 საათის განმავლობაში ნიკოტინისა და კარბონატის მონოქსიდის დონე სისხლძარღვებში სწრაფად ეცემა. ნიკოტინის განმეორებითი დოზების მიუღებლობის შემთხვევაში გულისცემა რეგულირდება და სისხლის წნევა მცირდება. იმის გამო, რომ კარბონმონოქსიდი აღარ ხვდება ორგანიზმში, სისხლძარღვებში მატულობს ჟანგბადის შემცველობა. ორი-სამი დღის შემდეგ ნიკოტინის დიდი ნაწილი გამოიდევნება ორგანიზმიდან.
რამდენიმე დღის შემდეგ მცირდება მწეველის ქრონიკული ხველება, რამდენიმე კვირაში კი სულ ქრება. ადამიანს ფილტვები უსუფთავდება და სუნთქვა უადვილდება.
თამბაქოს წევის დანებების ორი წლის შემდეგ ყოფილი მწეველისათვის გულისა და ფილტვების დაავადებების განვითარებისა რისკი იგივეა რაც არამწეველთათვის.
რაც შეეხება ამ პროცესის სხვა დადებით მხარეებს, – სიგარეტის თავის დანებების შემდეგ ადამიანს უქრება პირის ღრუში უსიამოვნო გემო, უმჯობესდება ყნოსვა, ძილი უფრო მშვიდი აქვთ და გაღვიძებისას კარგად გრძნობენ თავს. თამბაქოს გამო ადამიანს კბილები და ხელის თითები გაყვითლებული აქვს.
თამბაქოს წევის დანებება აუმჯობესებს ადამიანის გამომეტყველებას, სისხლძარღვების ცირკულაციას მოწესრიგების გამო კანი უფრო ჯანმრთელად გამოიყურება. მისი სუნთქვა და ტანსაცმელი უფრო ჯანსაღია.
როგორ უნდა დაანებოთ თავი ამ მავნე ჩვევას?
სიგარეტის მოწევის თავის დანებება ყველა პირობებში ძალიან ძნელია. სიგარეტის მოწევას თავს ვერ დაანებებთ, თუ არ იცით ეს როგორ გააკეთოთ. ამისათვის არ არსებობს რამე საუკეთესო გზა. ზოგი ადამიანი სიგარეტს თავს ანებებს უეცრად და, როგორც ამბობენ, ეს ყველაზე ეფექტური გზაა. ამ პროცესისათვის დამახასიათებელი სიმპტომები, მართალია, მეტი ინტენსიურობით იჩენს თავს, მაგრამ მალე ქრება. ზოგი ამჯობინებს სიგარეტის მოწევას თავი დაანებოს თანდათანობით. ასეთ დროს ამ პროცესისათვის დამახასიათებელი სიმპტომები ნაკლებად აწუხებს მას, მაგრამ სამაგიეროდ უფრო დიდი ხნის განმავლობაში.
თუ თქვენ სცადეთ დაანებოთ თავი სიგარეტის მოწევას და არაფერი გამოგივიდათ, არ შეშინდეთ, სცადეთ კიდევ ერთხელ, რადგან ბოლოს და ბოლოს აუცილებლად მიაღწევთ მიზანს.
რამდენიმე წესი იმისათვის, თუ როგორ დაანებოთ თავი სიგარეტის მოწევას:
დანიშნეთ ამისათვის ზუსტი დღე. უმჯობესია რომ ეს დღე იყოს უახლოეს მომავალში;
სანამ მოწევას თავს დაანებებთ, აღნიშნეთ რა სიხშირითეწევით და უფრო ხშირად რა საქმიანობის დროს;
ჩამოთვალეთ მიზეზები, თუ რატომ გინდათ დაანებოთ თავი სიგარეტს;
უთხარით ყველას, რომ სიგარეტის მოწევას თავს ანებებთ, არ დამალოთ, სთხოვეს თქვენი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ყოველნაირად ხელი შეგიწყონ, დაგეხმარონ;
სიგარეტის მოწევას დაანებეთ თავი ზუსტად თქვენს მიერ დანიშნულ დღეს. აღარ შეინახოთ სიგარეტი სახლში და ეცადეთ უარი თქვათ სხვის მიერ შემოთავაზებულ ერთ ღერზეც კი;
მოახდინეთ თქვენი ყურადღებისა და ძალების მობილიზაცია, რომ მიმდინარე დღეს არ მოსწიოთ სიგარეტი, ნუ ინერვიულებთ ხვალინდელ დღეზე ან მომავალ კვირაზე;
შეეცადეთ მომავალ დღეებში აიცილოთ თავიდან ის საქმიანობა, რომელიც სიგარეტის მოწევასთან იყო დაკავშირებული ან სიგარეტს გაგონებთ;
უმჯობესია დაკავდეთ ისეთი საქმიანობით, რომლის დროსაც სიგარეტის მოწევა არ გაგახსენდებათ ან, თუ ძალიან გაგიჭირდებათ მიიღეთ შხაპი ან იცურავეთ, რადგან ამ დროს ფიზიკურად ვერ შეძლებთ მოწევას;
დააჯილდოვეთ თქვენი თავი: იმ ფულით, რაც დაზოგეთ სიგარეტის თავის დანებების გამო, იყიდეთ თქვენთვის რაიმე სასიამოვნო ან დააგროვეთ ფული სასურველი მოგზაურობისათვის;
ხშირად გაახსენეთ საკუთარ თავს, რომ სიგარეტის თავის დანებება არის თქვენთვის ძალიან სასარგებლო, გადახედეთ ხოლმე ზემოთ აღნიშნული მიზეზების სიას, დაუხატეთ თქვენ თავს მომავალი ჯანმრთელი და კომფორტული ცხოვრების სურათი.
თამბაქოს წევა არის პირდაპირი გზა დაავადებისაკენ, სიცოცხლის შემოკლებისაკენ. თამბაქოს წევის მავნე ჩვევის მინებება ყოველთვის შეიძლება. ამისათვის საჭიროა მხოლოდ სურვილი და ნებისყოფა.
Გამარჯობა ყველას!! მე მერლინი ვარ აქ, შტატებში და აქ ვარ, რომ ვისაუბრო იმაზე, თუ რა გააკეთა ექიმმა ჯეიმსმა ჩემთვის. მე (GENITAL HERPES VIRUS) დაავადებული მაქვს ბოლო 4 წლის განმავლობაში და მუდმივად მქონდა ტკივილი და ქავილი, განსაკუთრებით ჩემს პირად ნაწილში. პირველი წლის განმავლობაში. ეს დაავადება მთელს სხეულში ვრცელდებოდა და მე გამოვიყენე ორეგანოს ზეთი, ქოქოსის ზეთი, აციკლოვირი, ვალ აციკლოვირი, აციკლოვირი და რამდენიმე სხვა პროდუქტი და ეს მართლაც დამეხმარა ჩემი ეპიდემიის დროს, მაგრამ მე მთლიანად განკურნებული ვიყავი! ჩემი HSV– დან ძლიერი და აქტიური მცენარეული მედიკამენტი შეუკვეთა დოქტორ ჯეიმსის მცენარეულ ნარევს და ის მთლიანად ებრძოდა ვირუსს ჩემი ნერვული სისტემისგან და უარყოფითი ტესტი გამომივიდა დოქტორ ჯეიმსის მცენარეული ნარევის მედიკამენტის გამოყენების შემდეგ. მე აქ ვარ, რომ ყველამ იცოდეთ, რომ ჰერპესის ვირუსს აქვს სრული განკურნება, მე თავი დავაღწიე ექიმ ჯეიმსის მცენარეული მედიცინის დახმარებით. მე წავაწყდი Tasha- ს ჩვენებას, ინტერნეტში, რომელიც მოწმობდა დოქტორ ჯეიმსის შესახებ, თუ როგორ განკურნა იგი 7 წლის HSV 2. და მან ასევე მისცა დიდი დოქტორ ჯეიმსის ელექტრონული ფოსტის მისამართი (drjamesherbalmix@gmail.com ... ] ..., ვურჩევ ნებისმიერს, დაუკავშირდეს მას ნებისმიერი სახის დაავადებების შესახებ, რომლითაც ის დაგვეხმარება, ამიტომ მე ელ.წერილით ვუთხარი მას ჩემს შესახებ (HSV 2), მან მითხრა, არ ინერვიულო, რომ მე ვიქნები განკურნებული !! ისე, მე მას ეჭვი არასდროს შეპარვია. მე მჯერა, რომ მას შეუძლია მეც განკურნოს, ექიმმა ჯეიმსმა მოამზადა და გამომიგზავნა ფესვებისა და მწვანილისგან დამზადებული მცენარეული მიქსური წამალი, რომელიც მივიღე. პირველ ერთ კვირაში, მე დავიწყე ყველა ჩემზე, 15 დღის შემდეგ დალია მისი მცენარეული მიქსების წამალი, სულ განკურნებული ვიყავი. აღარ მქონდა ქავილი, აღარ დამეუფლა ტკივილი, როგორც დარწმუნდა ექიმი ჯეიმსი. გარკვეული დროის შემდეგ ექიმთან მივედი კიდევ ერთი ტესტის გასაკეთებლად. შედეგი გამოვიდა მეგობრებო, ჩემი რჩევაა, თუ გაქვთ ასეთი დაავადება ან იცით ვინმე, ვინც დაავადებულია ან რაიმე სხვა დაავადებით, როგორიცაა ალცჰეიმერის დაავადება, მეჭეჭები, მოლები, ბიპოლარული დი შპრიცი, ზოლები, HPV, აივ ინფექცია / შიდსი, ALS, HBP, კიბო, ნეფროზული სინდრომი აივ / შიდსი, ჰერპესის კიბო, საკვერცხის კიბო, პანკრეასის კიბო, შარდის ბუშტის კიბო, შარდის ბუშტის კიბო, პროსტატის კიბო, გლაუკომა, კატარაქტა, მაკულარული დეგენერაცია, გულსისხლძარღვთა დაავადება , აუტიზმი, ფილტვის დაავადება. გადიდებული პროსტატა, ოსტეოპოროზი. ალცჰეიმერის დაავადება, ფსორიაზი, ტაქის დაავადებები, წითელი მგლურა, ზურგის ტკივილი, დემენცია. თირკმლის კიბო, ფილტვის კიბო, კანის კიბო, კანის კიბო და კანის კიბო. სათესლე ჯირკვლის კიბო, ლეიკემია, ვირუსები, ჰეპატიტი, უნაყოფობა და ა.შ. შეგიძლიათ დაუკავშირდეთ დიდს პირდაპირ მის ........ @ drjamesherbalmix@gmail.com ის კარგი ადამიანია და ის დაგეხმარებათ.
ReplyDeleteCasino Tycoon Near Pittsburgh, PA - MapyRO
ReplyDeleteFind the cheapest and quickest ways 경주 출장안마 to 서귀포 출장안마 get 광양 출장안마 from Casino Tycoon near Pittsburgh, 광주광역 출장마사지 PA to Harrah's Casino, Raceway & Casino. Find the best prices for your trip! 상주 출장샵