Monday 23 October 2017



FIFA 2018 QUALIFIERS: საქართველო - უელსი დინამო არენაზე

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეცხრე მატჩს უელსის ნაკრებთან ჩაატარებს. ოფიციალურ შეხვედრამდე, დღეს 5 ოქტომბერს, ჩვენმა გუნდმა მატჩისწინა ბოლო ვარჯიში შეხვედრის მასპინძელ „დინამო არენაზე“ გამართა. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა და ვაკო გვილიამ პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხეს. დღესვე "დინამო არენაზე" მატჩისწინა ვარჯიში უელსის ეროვნულმა ნაკრებმა გამართა.  

"უელსის ნაკრები, 6 ოქტომბერს, დანაკლისით იასპარეზებს. გარეთ ბეილი, რომელიც მსოფლიოს ერთერთი საუკეთესო მოთამაშეა ხვალინდელ მატჩში არ იქნება, თუმცა უელსს სხვა ძლიერი მოთამაშეებიც ჰყავს. დიდი დანაკლისი აქვს ჩვენს გუნდს ჯანო ანანიძის, ლევან მჭედლიძისა და თორნიკე ოქრიაშვილის სახით.ძლიერ ჯგუფში ვართ და ამ ეტაპზე, ნამდვილად ვერ გეტყვით, თუ რომელი გუნდი შეძლებს მომდევნო ეტაპზე გასვლას. ძალიან რთულია პარალელის გავლება ჩვენს წინა მატჩთან, რადგან ხვალინდელ შეხვედრას განსხვავებული შემადგენლობით ვხვდებით და სავარაუდოდ, სხვა სტილის თამაშს ვიხილავთ. მიუხედავად  დანაკლისისა, ჩვენი განწყობა საბრძოლოა. უელსთან შეხვედრაში მოედანზე ბოლომდე ვიბრძოლებთ  საქართველოსთვის და 3 ქულისთვის. 

ძალიან ვწუხვარ თორნიკე ოქრიაშვილის გამო. ის ძალიან რთულ ვითარებაში აღმოჩნდა და ძალიან დიდი შრომა მოუწევს მოედანზე დასაბრუნებლად. ვიმედოვნებთ, რომ ის ამ სირთულეების გადალახვას შეძლებს და დაბრუნდება...

ახალი ფეხბურთელები გუნდს ეტაპობრივად დაემატებიან.შემადგენლობაშია სიხარულიძე ეროვნული ლიგიდან, რომელიც ნაკრებს თანდათან ეჩვევა. ჩაკვეტაძისა და არაბიძის სახით გვყავს კარგი ახალგაზრდები, თუმცა ეს მოთამაშეები არ უნდა „გადავწვათ“. ასევე გვაქვს შეთანხმება ახალგზურდულის ნაკრების მწვრთნელთან, გია გეგუჩაძესთან და სწორედ ამ შეთანხმების საფუძველზე, ჯიმი ტაბიძე და გიორგი არაბიძე ახალგაზრდულ ნაკრებს დაეხმარებიან” - განაცხადა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა. 

ვაკო გვილია: "მნიშვნელოვანი თამაში გველის. ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ, მართალია გარეთ ბეილის გარეშე, თუმცა მეტოქეს ჰყავს სხვა ძლიერი მოთამაშეები. გუნდში შესანიშნავი განწყობაა. სამწუხაროა, ოქრიაშვილის მძიმე ტრავმა, თუმცა მას ყველა გვერდში ვუდგავართ და დარწმუნებულები ვართ, რომ უფრო ძლიერი დაბრუნდება. გვაკლია ანანიძე და მჭედლიძეც, თუმცა  რა შემადგენლობითაც ვითამაშებთ, ყველაფერს გავაკეთებთ მოსაგებად".

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანჟი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), ნუკრი რევიშვილი (დინამო, თბილისი);

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ, ყაზახეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი) დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა) გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია);

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ჯაბა კანკავა, ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი), ოთარ კიტეიშვილი (დინამო, თბილისი), ლუკას ჰუფნაგელი (ნიურნბერგი, გერმანია);

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ლადო დვალიშვილი (ატირაუ, ყაზახეთი), დავით სხირტლაძე (სილკებორგი,დანია), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი, თბილისი).

საქართველოსა და უელსის საფეხბურთო ნაკრებთა დაპირისპირება წუთიერი დუმილით დაიწყება. ამ ფორმით ორივე ნაკრების  წევრები საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ მეკარის შოთა მამინაშვილის ხსოვნას პატივს მიაგებენ. 31 წლის მეკარე, 1 ოქტომბერს გარდაიცვალა.
0

Tuesday 20 October 2015

ექსპერტთა მოსაზრება






0

Monday 19 October 2015

გამოკითხვა

გამოკითხვა


მწეველები დარწმუნებულნი არიან, რომ სიგარეტი სტრესის მოხსნაში ეხმარებათ. მეცნიერები კი საპირისპიროს ამტკიცებენ და აცხადებენ, რომ მწეველებს სტრესისგან მოწევაზე უარის თქმა გაათავისუფლებს. ეს დასკვნა მედიკოსებმა 500 მწეველის შფოთვის დონის შესწავლის შემდეგ გამოაქვეყნეს. ლონდონის სამეფო კოლეჯისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მწეველებში შფოთვის დონე ჯერ მოწევის პროცესში დააფიქსირეს, შემდეგ იგივე ტესტი ამ მავნე ჩვევის მიტოვების შემდეგ გადაამოწმეს. კვლევის 
დაწყებამდე ყოველი მეხუთე მწეველი აცხადებდა, რომ სწორედ სიგარეტი ეხმარებოდათ სტრესული მდგომარეობიდან თავის დაღწევაში. ნახევარი წლის შემდეგ კი 491 მწეველიდან 68 მათგანმა საბოლოოდ უარი თქვა ამ ჩვევაზე. დადგინდა, რომ ამის შემდეგ მათი ნერვული სისტემის შფოთვის დონემ მნიშვნელოვნად იკლო



იმისათვის, რომ გავიგოთ ნიკოტინზე დამოკიდებულების დონე, მწეველმა საკმარისა გასცეს პასუხი  2 ძირითად შეკითხვას: გაღვიძებიდან რა დროში ეწევა პირველ სიგარეტს და რამდენს ეწევა ის დღეში? რაც ნაკლებია პირველი და მეტია მეორე,  მით მეტია დამოკიდებულება. ჩავატაროთ ტესტი:
1. ადგომიდან რამდენად მალე ეწევით პირველ სიგარეტს ?

არაუადრეს , ვიდრე 60 წთ. შემდეგ (7)
31-60 წთ (10)
6-30 წთ (12)
5 წთ. განმავლობაში (6)

2. გიძნელდებათ თავისშეკავება მოწევისგან იქ სადაც ეს აკრძალულია?
არა (7)
დიახ (12)

3. მერამდენე სიგარეტის მოწევაზე უარის თქმა იწვევს თქვენში უფრო მეტ უსიამოვნებას?
პირველი, დილის (20)
ნებისმიერი სხვა (4)

4. დღეში რამდენ ღერ სიგარეტს ეწევით?
10 ან ცოტა ნაკლები (9)
11-20 (3)
21-30 (2)
31 ან მეტი (0)

5. გაღვიძებისას უფრო მეტს ეწევით, თუ მთელი დღის განმავლობაში?
გაღვიძებისას (5)
მთელი დღის განმავლობაში (15)

6. ეწევით თუ არა, იმ მაშინ როცა ავად ხართ და იძულებული ხართ მთელი დღე ლოგინში გაატაროთ?
არა (2)
დიახ (16)


თუ შეჯამებული მონაცემები 4  ქულაზე ნაკლებია, თქვენი ნიკოტინზე დამოკიდებულება არ არის მძიმე და უფრო მარტივად შეგეძლებათ მოწევისგან თავის დანებება. თუ 7 ქულას აღემატება, მაშინ, თქვენ განიცდით ნიკოტინზე უმძიმეს დამოკიდებულებას და ამ ჩვევისთვის უარის თქმისთვის აუცილებელია სპეციალისტთან კონსულტაცია ანდა უბრალოდ დიდი ნებისყოფა და დიდი სურვილი.
0

კვლევის შედეგები



კვლევის შედეგები


როგორც ცნობილია, მსოფლიოში ყოველი მესამე ადამიანია მწეველია და მათი 80% განუვითარებელ და განვითარებად ქვეყნებზე მოდის. საქართველო ,,აქაც საპატიო ადგილზე დგას” – ქვეყნის მოსახლეობის მესამედი აქტიური მწეველია და შესაბამისად, არა მხოლოდ საკუთარ, გარშემომყოფთა ჯანმრთელობასაც საფრთხის ქვეშ აყენებს. ამ მხრივ მდგომარეობა განსაკუთრებით საგანგაშოა მოზარდებში – მათი 43% თამბაქოს მომხმარებელია. სტატისტიკური მონაცემებით: 35-დან 69 წლამდე მამაკაცთა კიბოთი სიკვდილიანობის მიზეზი 40-48%-ში ნიკოტინია, ფილტვის კიბოს შემთხვევათა 95% კი სიგარეტის მოწევას უკავშირდება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) გვამცნობს, რომ თამბაქოს მოხმარებისაგან ყოველ 8 წამში ერთი ადამიანი იღუპება! როგორც გამოკვლევები აჩვენებს, ადამინები, რომლებიც მოწევას მოზარდობის პერიოდში იწყებენ (ასეთი კი მწეველთა 70%-ია) და აგრძელებენ მას ორი დეკადის ან მეტის განმავლობაში, კვდებიან 20-25 წლით უფრო ადრე ვიდრე ადამიანები, რომელთაც არასოდეს მოუწევიათ. აღსანიშნავია, რომ მოწევით გამოწვეული ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები არაა მხოლოდ ფილტვის კიბო ან გულის დაავადებები. მოწევა იწვევს ან აუარესებს თვალის პრობლემებს. მწეველებში 40%-ით მეტია რისკი კატარაქტის განვითარებისა – თვალის ბროლის შემღვრევა, რომელიც ბლოკირებას უკეთებს სინათლის სხივებს და შეიძლება მიგვიყვანოს სიბრმავემდე. მოწევა კატარაქტას იწვევს 2 გზით: თვალის გარეგანი გაღიზიანებით და ფილტვებში ქიმიური ნივთიერებების გამოყოფით, რომელიც სისხლის ნაკადით მიედინება თვალისაკენ. მოწევა ასევე ასოცირებულია ყვითელი ლაქის ასაკობრივ დეგენერაციასთან – თვალის ბადურის ცენტრალური ნაწილის დაავადება, რომელიც არ იკურნება. ყვითელი ლაქა პასუხისმგებელია თვალში ცენტრალური მხედველობის ფოკუსირებაზე და კითხვის, მანქანის მართვის, სახეების ან ფერების და საგნების დანახვის შესაძლებლობაზე. მოწევა ასუსტებს იმუნურ სისტემას, რის გამოც ორგანიზმი უფრო მგრძნობიარეა ისეთი დაავადებების მიმართ, როგორიცაა წითელი მგლურა, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს თმის ცვენა, პირის ღრუს დაწყლულება და გამონაყარი სახეზე, თავის ქალასა და ხელებზე. მოწევა ნაადრევად აბერებს კანს ცილების გამოცლის (რომელიც ანიჭებს კანს ელასტიურობას), A-ვიტამინის დაშლის და სისხლის მიმოქცევის შემცირების ხარჯზე. მწეველთა კანი არის მშრალი, უხეში და დანაოჭებული, განსაკუთრებით ტუჩების და თვალების მიდამოებში. მოწევა იწვევს ფოლაქების ჩალაგებას სისხლძარღვების კედლებში. ქვეითდება შიდა ყურის სისხლით მომარაგება, რის შედეგადაც მწეველებმა არამწეველებთან შედარებით შესაძლოა სმენა უფრო ადრე დაკარგონ. ისინი უფრო მგრძნობიარენი ხდებიან ინფექციებისადმი. მწეველებში ასევე სამჯერ ხშირია სმენის დაქვეითების შემთხვევები, გამოწვეული შუა ყურის ინფექციური დაზიანებით, რომელსაც შემდგომში შეუძლია გამოიწვიოს ისეთი დაავადებები, როგორიცაა მენინგიტი და სახის დამბლა. მოწევა არ იწვევს მელანომას (ზოგჯერ კანის კიბოს ლეტალურ ფორმას), მაგრამ ზრდის მისგან სიკვდილის სანსს. მწეველებს ორჯერ მეტი შანსი აქვთ დაემართოთ კანის კიბო, რომელიც ტოვებს წითელ, ქერცლოვან ნაწიბურს კანზე. მოწევა მოქმედებს პირის ღრუს ბიოქიმიურ მდგომარეობაზე, ხელს უწყობს ქვების ჩამოყალიბებას, აყვითლებს კბილებს. მწეველები ერთნახევარჯერ უფრო ხშირად კარგავენ კბილებს. მოწევა იწვევს ემფიზემას, ალვეოლების შეშუპებას და გასკდომას, რაც აქვეითებს ფილტვების მიერ ჟანგბადის შთანთქმის და ნახშირორჟანგის გამოყოფის უნარს. ექსტრემალურ შემთხვევებში პაციენტებს მხოლოდ ტრაქეოტომა (ტრაქეის (სასულის) გაკვეთა და მასში სპეციალური მილის შეყვანა სუნთქვის აღსადგენად) აღუდგენს სუნთქვას. ქრონიკული ბრონქიტი (,,მწეველთა ბრონქიტი”) იწვევს ჩირქოვანი ნახველის წარმოქმნას, რასაც ტან სდევს მტკივნეული ხველა და სუნთქვის გაძნელება. გამონაბოლქვში ერთ-ერთი ყველაზე შხამიანი გაზი – კარბონმონოქსიდი, უერთდება სისხლს ბევრად უფრო ადვილად, ვიდრე ჟანგბადი, რის გამოც ქრონიკულ მწეველებში 15%-ით აქვეითებს ჟანგბადის გადამტანი სისტემის სიმძლავრეს. ამის შედეგად მწეველების ძვლები კარგავენ სიმკვრივეს, ადვილდება მოტეხილობის განვითარების შესაძლებლობა და რთულდება შეხორცების პროცესი. მწეველებს ასევე აქვთ ზურგის ტკივილის პრობლემები. ერთ-ერთმა კვლევან აჩვენა, რომ სამრეწველო საამქროების მუშებს რომლებიც ეწევიან, ხუთხერ მეტად უვითარდებათ ტრავმის შემდგომი ზურგის ტკივილები. 9. გულის დაავადება მსოფლიოში სიკვდილის ყოველი მესამე შემთხვევა გამოწვეულია კარდიოვასკულარული (გულ-სისხლძარღვთა) დაავადებით. მოწევა არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რისკ-ფაქტორი კარდიოვასკულარული დაავადებების განვითარებისა. განვითარებად ქვეყნებში ეს დაავადება წელიწადში 1.000.000-ზე მეტ ადამიანს კლავს, განვითარებულში კი 600.000-ს. მოწევა იწვევს გულისცემის გაძლიერებას, არის არტერიების შევიწროების და წნევის მომატების, ასევე სტენოკარდიული შეტევებისა და ინფარქტის განვითარების რისკი. 10. კუჭის წყლული მოწევა იწვევს იმ ბაქტერიისადმი რეზისტენტობას, რომელიც იწვევს კუჭის წყლულს. იგი ასევე აზიანებს ორგანიზმის შესაძლებლობას გაანეიტრალოს მჟავა საჭმლის მიღების შემდეგ. მწეველებში კუჭის წყლული არის რთული სამკურნალო და შესაძლებელია განმეორდეს. 11. ფერშეცვლილი თითები კუპრი, რომელიც არის სიგარეტის კვამლში, გროვდება თითებზე და თითის ფრჩხილებზე, რაც მათ მოყვითალო-მოყავისფრო ფერს აძლევს. 12. საშვილოსნოს კიბო და სიმახინჯეები გარდა იმისა, რომ მწეველებში იზრდება რისკი საშვილოსნოს ტანისა და საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებისა, ასევე მოწევა ქალებში იწვევს ფერტილურ (ნაყოფიერების) პრობლემებს და ორსულობისა და მშობიარობის გართულებებს. მოწევა ორსულობის პერიოდში ზრდის მცირეწონიანი და შემდგომში ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვის დაბადების რისკს. თანდაყოლილი სიმახინჯეები 2-3-ჯერ უფრო ხშირია მწეველთა ბავშვებში. დღენაკლულობა ასევე უფრო ხშირია მწეველთა ბავშვებში, რადგანაც მოწევით გამოწვეული კარბონმონოქსიდი და ნიკოტინი იწვევს ჟანგბადის ნაკლებობას და პლაცენტარულ დარღვევებს. ბავშვთა უეცარი სიკვდილის სინდრომი ასევე დაკავშირებულია მოწევასთან. გარდა ამისა, მოწევას შეუძლია დააქვეითოს ესტროგენების დონე, რაც იწვევს ნაადრევ მენოპაუზას. 13. დეფორმირებული სპერმა მოწევას შეუძლია დააზიანოს სპერმა და მისი დნმ-ი, რასაც შეუძლია გამოიწვიოს სიმახინჯეები ან დაბადების დეფექტი. ზოგიერთმა კვლევან აჩვენა, რომ იმ მამაკაცებს, რომლებიც ეწევიან, უფრო მეტი რისკი აქვთ შეეძინოთ ისეთი ბავშვი, რომელსაც ექნება კიბოს წინასწარგანწყობა. მოწევა ასევე ამცირებს სპერმის რაოდენობას და ამცირებს სისხლის დინებას სასქესო ორგანოში, რამაც შემდგომ შეიძლება გამოიწვიოს იმპოტენცია. ინფანტილურობა უფრო ხშირია მწეველებში. 14. ფსორიაზი მწეველებს ორ-სამჯერ მეტი შანსი აქვთ, რომ განუვითარდეთ ფსორიაზი, კანის არაგადამდები დაავადება, რომელიც ხასიათდება ქავილით და ტოვებს წითელ წყლულოვან ლაქებს მთელს სხეულზე. 15. ბერგერის დაავადება ბერგერის დაავადება, ასევე ცნობილია როგორც მაობლიტირებელი თრომბოანგიიტი, ფეხის ვენების, არტერიების და ნერვების ანთება, ანუ სისხლის დინების შეზღუდვა. იგი განუკურნებელია. ამ დაავადებას მივყავართ განგრენამდე (ქსოვილის სიკვდილი) და დაზიანებული მიდამოს ამპუტაციამდე. 16. კიბო თამბაქოს კვამლში შემავალი 59 ელემენტი კარცენოგენულია ანუ იწვევს კიბოს. მწეველებში 22-ჯერ მეტია რისკი იმისა, რომ განუვითარდეთ ფილტვის კიბო, ვიდრე არამწეველებში. გამოკვლევების მიხედვით: რაც უფრო დიდხანს ეწევა ადამიანი, მით მეტია რისკი, რომ განვითარდეს კიბოს სხვადასხვა სახეები, როგორიცაა: ცხვირის კიბო (2-ჯერ მეტი), პირის, სანერწყვე ჯირკვლის და ხორხის (6-დან 27-ჯერ), ყელის (12-ჯერ), საყლაპავის (8-დან 10-ჯერ), ხახის (10-დან 18-ჯერ), კუჭის (2-დან 3-ჯერ), თირკმლის (5-ჯერ), შარდის ბუშტის (3-ჯერ), სასქესო ორგანოს (2-დან 3-ჯერ), პანკრეასის (2-დან 5-ჯერ), სწორი ნაწლავის (3-ჯერ) და ანუსის (5-დან 6-ჯერ). ზოგიერთი კვლევით აღმოჩნდა კავშირი მოწევასა და მკერდის კიბოს სორის
0

როგორ დავანებოთ თავი მოწევას?!

როგორ დავანებოთ თავი მოწევას?!


ნიკოტინზე დამოკიდებული თითქმის ყველა ადამიანი სიცოცხლეში ერთხელ მაინც იღებს გადაწყვეტილებას, ეს მავნე ჩვევა დაძლიოს, მაგრამ სიგარეტისადმი ავადმყოფური ლტოლვა უფრო ძლიერია. ბევრი მწეველი შესანიშნავად აცნობიერებს, რა მავნეა ეს ჩვევა როგორც თავად მისთვის, ისე გარშემო მყოფთათვისაც. მაშ, რატომ ვერ ახერხებენ სიგარეტისთვის თავის დანებებას? ნუთუ ამ ჩვევის დაძლევა შეუძლებელია და "უკანასკნელი" ღერი ვერასოდეს გახდება ნამდვილად "უკანასკნელი"?
იმისთვის, რომ სიგარეტს თავი დაანებოთ, უნდა გაგიჩნდეთ ერთგვარი მოტივაცია ამ ნაბიჯის გადასადგმელად. თუ მტკიცედ არ გაქვთ გადაწყვეტილი თამბაქოზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლება, ესე იგი მოწევას პრობლემად არ აღიქვამთ და ვერაფრით დაგეხმარებათ. მოწევის სტიმული სხვადასხვა ადამიანისთვის სხვადასხვა რამ არის. მაგალითად, ბევრისთვის მოწევა რელაქსაციის საშუალებაა. სურვილის პროვოცირება შესაძლოა მოახდინოს: საქმისგან შესვენებამ, ბუნების წიაღში ყოფნამ, ბარში მეგობრებთან ერთად ყოფნამ, ალკოჰოლის მიღებამ, დაღლილობამ. მოდი, ავიღოთ კალამი და პუნქტობრივად ჩამოვწეროთ:
რას გვაძლევს სიგარეტი?
მოდუნების განცდას;
კვამლის ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის სასიამოვნო შეგრძნებას;
მწეველებთან ერთიანობის განცდას (არსებითად, ამაში ერთგვარი სნობიზმის მომენტიც არის).
რატომ მინდა სიგარეტისთვის თავის დანებება?
ვზრუნავ ჯანმრთელობაზე, მინდა, ფილტვები გავისუფთაო და გულზე დატვირთვა შევამცირო;
მინდა, გავიჯანსაღო კანი და თმა;
მინდა, შევამცირო ონკოლოგიური დაავადების განვითარების რისკი;
მინდა, თავი დავაღწიო სინდისის ქენჯნას;
აღარ მინდა, ტანსაცმელსა და სხეულზე თამბაქოს სუნი ამდიოდეს;
მინდა, დავიბრუნო კბილების სიქათქათე;
სიგარეტზე უამრავი ფული მეხარჯება.
ახლა ორივე სია ერთმანეთს შევადაროთ. თუ მეორე სიაში უფრო მეტმა და მნიშვნელოვანმა არგუმენტმა მოიყარა თავი, მართლაც გქონიათ მიზეზი სიგარეტისგან თავის დასაღწევად. თუ პირველი სიის არგუმენტები დომინირებს, ესე იგი მოწევა პრობლემად არ მიგაჩნიათ. პირველ ხანებში მოწევის სურვილი მუდმივად გექნებათ. ბოლომდე უნდა მისდიოთ თქვენს სურვილს და სიგარეტის მონობისგან გათავისუფლდეთ. თანდათანობით მოწევის სურვილი შესუსტდება. 
უპოვეთ სიგარეტს შემცვლელი
სიგარეტისადმი ლტოლვა იმდენად ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებასთან არ არის დაკავშირებული, რამდენადაც ფიზიოლოგიურთან. ორგანიზმი მიჩვეულია, ყოველდღიურად მიიღოს ნიკოტინის განსაზღვრული დოზა, მისი მოკლების შემთხვევაში ვითარდება აბსტინენციური სინდრომი. გაღიზიანებამ, შფოთვამ შესაძლოა სიგარეტი ისევ აგაღებინოთ. ეს რომ არ მოხდეს, სცადეთ სპეციალური საღეჭი რეზინი ან საწუწნი კანფეტები. თუ გრძნობთ, რომ ეს არ გყოფნით, მიმართეთ ექიმს - ის შეგირჩევთ სამკურნალო საშუალებას, რომელიც დააქვეითებს შფოთვის დონეს და ძალებისა და გონების მობილიზაციაში დაგეხმარებათ.


0

თამბაქოს გავლენა ორგანიზმზე

ჯანრთელობისათვის მავნე ჩვევებს მილიონობით ადამიანი გულგრილად უყურებს იმ ჭეშმარიტებას, რომ თამბაქო შხამია ორგანიზმისთვის. “თამბაქო საოცრად გავრცელებული მომაკვდინებელი იარაღია” – ასეთი განაჩენი გამოუტანა თამბაქოს ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ. იშვიათად ხდება, რომ სხვადასხვა ქვეყნისა და სხვადასხვა სპეციალობის მეცნიერები ასეთი ერთსულოვანნი იყვნენ რაიმე მავნე ჩვევის შეფასებაში.
უკანასკნელ ათწლეულში სიგარეტის ყოველწლიური მოხმარება განვითარებულ ქვეყნებში შემცირდა 1,4%-ით, ხოლო განვითარებად ქვეყნებში გაიზარდა 1.7%-ით.
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მსოფლიოში საშუალო ასაკის სამი გარდაცვლილი მამაკაციდან ერთი სიგარეტის წევის მსხვერპლია, ხოლო ქალებში – რვა გარდაცვლილი ქალიდან ერთი.
1995 წელს თამბაქოს მავნე ზემოქმედების შედეგად გარდაიცვალა სამი მილიონი მწეველი, ანუ ყოველ ათ წამში ერთი მწეველი. პროგნოზით ნავარაუდებია, რომ 2005 წლისათვის ამ მიზეზით გარდაცვლილთა რაოდენობა იქნება ათ მილიონი, ანუ ყოველ ოთხ წამში ერთი მწეველი.
თამბაქოს წევა არის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი, რომელიც ახლო მომავალში განსაკუთრებულ სირთულეებს შეუქმნის საზოგადოების ჯანმრთელობის მდგომარეობას.
მოკლე ისტორიული ცნობები თამბაქოს შესახებ
თამბაქოს სამშობლოდ ითვლება სამხრეთ ამერიკა. ქრისტოფერ კოლუმბის მოგზაურობამდე ევროპელთათვის თამბაქოს არსებობა ცნობილი არ იყო. როგორც კოლუმბმა აღმოაჩინა, ძირძველი ამერიკელები თამბაქოს ხმარობდნენ რელიგიური და სხვა დღესასწაულების დროს.
კოლუმბმა ევროპაში დაბრუნებისას თან ჩამოიტანა თამბაქოს ნიმუში, მაგრამ იმ დროისათვის თამბაქომ დიდი გავრცელებავერ ჰპოვა. ევროპაში თამბაქოს მოწევა დაიწყეს მხოლოდ 1580 წლიდან. თამბაქოს პოპულარიზაციაში დიდი წვლილი მიუძღვის სერ უოლტერ რელეის, რომელიც ინგლისის დედოფლის – ელისაბედ I-ის კარზე ცნობილ პიროვნებად ითვლებოდა. თამბაქოს მოწევა მალე გავრცელდა ევროპის სხვა სახელმწიფოებში – ჯერ ესპანეთსა და პორტუგალიაში, შემდეგ კი საფრანგეთში, გერმანიასა და იტალიაში, ასევე ინგლისის კოლონიებში – აფრიკასა და აზიაში. რუსეთში თამბაქოს მოწევა გავრცელდა XVII საუკუნის დასაწყისში.
საქართველოში თამბაქო შემოიტანეს XVII საუკუნის ბოლოსა და XVIII საუკუნის დასაწყისში.
მსოფლიოში თამბაქოს ყველაზე დიდი პლანტაციებია ჩინეთში, ინდოეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ინდონეზიასა და თურქეთში. თამბაქო მოჰყავთ აგრეთვე სამხრეთ ამერიკაში, ევროპის ქვეყნებში დასავლეთ აფრიკასა და ავსტრალიაში.
არსებობს თამბაქოს ნაწარმის სხვადასხვა სახე – პაპიროსი, სიგარეტი, სიგარა, ჩიბუხისა და გასახვევი თუთუნი, აგრეთვე ბურნუთი და საღეჭი თამბაქო.
თამბაქოს წევის დაწყების მიზეზები
თამბაქოს წევის დაწყების ერთ-ერთ მიზეზად მკვლევარები ასახელებენ ცნობისმოყვარეობას. მაგალითად, სკოლისა და სხვა სასწავლებლების უფროსი კლასებისა და უმცროსკლასელთა გამოკითხვით დადგინდა, რომ გამოკვლეულთა 25%-მა თამბაქოს წევა დაიწყო ცნობისმოყვარეობის გამო.
ზოგი მოწევას იწყებს ამხანაგის, მშობლის ან სათაყვანებელი პირის მიბაძვით, ზოგს კი სიგარეტის მოწევით უნდა დაამტკიცოს რომ უკვე უფროსი ასაკისაა და დამოუკიდებელია. მოზარდების უმრავლესობა სიგარეტის მოწევას იწყებს მაშინ, როცა მას ამხანაგი შესთავაზებს. ახალგაზრდების უმრავლესობამ იცის თამბაქოს წევის საშიშროების შესახებ, მაგრამ ისინი ფიქრობენ, რომ ეს საშიშროება მათ არ ემუქრებათ.
დადგენილია, რომ თამბაქოს მწეველ ოჯახებში თამბაქოს მწეველ ბავშვთა რაოდენობა აღემატება 50%-ს, ხოლო არამწეველთა ოჯახებში მათი რაოდენობა 25%-მდე აღწევს.
გამოკვლევები ცხადყოფს, რომ ბიჭები ძალიან ადრე, 10-12 წლის ასაკიდან ეჩვევიან თამბაქოს წევას. ეს კი ის პერიოდია, როდესაც ბავშვის ორგანიზმი ინტენსიურიზრდა-განვითარების პროცესშია. ბავშვის მგრძნობელობა კვამლისადმი მით უფრო მაღალია, რაც უფრო ნაკლები ასაკისაა იგი. თუ ბიჭებში თამბაქოს წევის დაწყება უფროსების მიბაძვისადმი მისწრაფებაა, გოგონების მიერ თამბაქოს წევის დაწყება ხშირად დაკავშირებულია კეკლუცობასთან, დიდ სურვილთან იყვნენ ორიგინალურნი, მოაწონონ თავი ბიჭებს.
ადამიანების უმრავლესობა სიგარეტის მოწევას იწყებს იმის გამო, რომ ჰგონიათ იგი ხელს შეუწყობს მათ ნერვიულობის, მოწყენილობის, სტრესების, დეპრესიული მდგომარეობის თავიდან აცილებაში.
არსებობს მწეველთა ორგვარი ტიპები: იშვიათი და რეგულარული.
იშვიათ მწეველებს მიეკუთვნებიან ის პირები, რომლებიც სიგარეტს ეწევიან მხოლოდ იშვიათად, განსაკუთრებული შემთხვევების დროს, მაგალითად, დღესასწაულის დროს ან წვეულებაზე, ჭამის შემდეგ, ამხანაგებთან სტუმრობისას და სხვა.
რეგულარულ მწეველს მიეკუთვნება ის პირი, რომელიც ეწევა თამბაქოს ყოველლღე. ისინი ფიზიკურად შეჩვეულნი არიან ნიკოტინის მიღებას, მათ ვერ წარმოუდგენიათ ერთი დღეც კი სიგარეტის გარეშე.
სიგარეტის წევა ადამიანს ბევრ დროს ართმევს. მაგალითად, გამოანგარიშებულია, რომ ის პირი, რომელიც დღეში საშუალოდ ორ კოლოფ სიგარეტს ეწევა, ამ პროცესს ანდომებს 3-4 საათს.
ხშირად რეგულარული მწეველი ცდილობს თავი დაანებოს თამბაქოს მოწევას, მაგრამ ამის შედეგად პირველ ხანებში მას ეწყება დეპრესია, მოუსვენრობა, ნერვიულობა, ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, რატომაც რეგულარული მწეველი თავს არ ანებებს მოწევას არის ის, რომ თავიდან აიცილოს ეს სიმპტომები.
როგორია ნიკოტინისადმი მიჩვევის მექანიზმი?
თამბაქოს ძირითად მოქმედ საწყისს წარმოადგენს ნიკოტინი. ნიკოტინი – ფრანგი დიპლომატის ჟან ნიკოს გვარის მიხედვით, რომელმაც 1560 წელს პირველად შეიტანა თამბაქო საფრანგეთში, – წარმოადგენს ალკალოიდს, რომელიც არის თამბაქოს ფოთლებსა და თესლში. ერთი ცალი სიგარეტი ჩვეულებრივ შეიცავს 10-15 მგ ნიკოტინს. იგი მეტად ძლიერი შხამია, რომელიც უპირატესად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, საჭმლის მონელებაზე, სასუნთქ და გულსისხლძარღვთა სისტემებზე.
თამბაქოს კვამლის შემადგენელი კომპონენტებ შეიწოვება სისხლში და ვრცელდება მთელს ორგანიზმში. შესუნთქვიდან ორი-სამი წუთის შემდეგ ნიკოტინი აღწევს თავის ტვინის ქერქის უჯრედებში და დროებით ამაღლებს მათ აქტიურობას. ერთდროულად ხანმოკლე დროით ფართოვდება ტვინის სისხლძარღვები, ამის შედეგად სუბიექტურად აღიქმება დამშვიდებისა და შრომისუნარიანობის მომატების შეგრძნება, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ეს გრძნობა ქრება, რასაც საფუძვლად უდევს ტვინის სისხლძარღვების შევიწროება და მათი აქტიურობის დაქვეითება. კვლავ ჩნდება თამბაქოს მოწევის სურვილი და კვლავ მეორდება აღნიშნული მდგომარეობა. ასე ჩამოყალიბდება თამბაქოს წევის ჩვევა.
თამბაქოს წევის პროცესი მშრალი გამოხდაა მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით, რომელიც სიგარეტის ანთებულ ბოლში 3000ს აღწევს. თამბაქოს მწეველის მიერ შესუნთქული კვამლი ახდენს თამბაქოდან ნიკოტინის გადადენას. ნიკოტინი სწრაფად იხსნება წყალში, ამიტომ ადვილად შეიწოვება პირისა და ცხირის ღრუს ლორწოვანიდან, ხოლო პირის ღრუდან ნერწყვთან ერთად, კუჭში გადასული, შეიწოვება აგრეთვე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის კედლიდან.
ერთ სიგარეტსაც კი ორგანიზმისთვის ზიანი მოაქვს. გამოანგარიშებულია, რომ ადამიანის ორგანიზმში ნიკოტინის რამდენიმე წვეთის (100-200 მგ. ე.ი. იმ რაოდენობის, რომელსაც შეიცავს 200 გ. თამბაქო) შეყვანამ შეიძლება სიკვდილი გამოიწვიოს. ნიკოტინის სასიკვდილო დოზაა ერთი მილიგრამი ერთ კილოგრამ მასაზე, ე.ი. 50-70 მილიგრამი მოზარდისათვის. ამასთანავე, მხედველობაშია მისაღები, რომ მოზარდი ორგანიზმი, მოზრდილთან შედარებით ორჯერ მეტად არის ნიკოტინისადმი მგრძნობიარე. ნიკოტინით მოწამვლის ნიშნებია: ნერწყვის გამოყოფა, გულის რევა, კანის საფარველის გაფერმკრთალება, სისუსტე, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ყურებში შუილი, მაჯის აჩქარება და სხვა.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თამბაქოს წევისას ადამიანი ეჩვევა ნიკოტინს, ხანგრძლივი წევის ან თამბაქოს მტვრის სისტემატური ჩასუნთქვის შედეგად (მაგალითად, თამბაქოს ქარხანაში მომუშავეებში) ვითარდება ნიკოტინიზმი – ნიკოტინით მოწამვლა.
თამბაქოს შემადგენლობა
მრავალრიცხოვანი სამედიცინო გამოკვლევებით დადგენილია, თუ რა მავნე ზემოქმედებას ახდენს თამბაქო ადამიანის ჯანმრთელობაზე. თამბაქოს ფოთლები შეიცავს 2500-ზე მეტ ქიმიურ ნივთიერებას, თამბაქოს ბოლში კი მათი რაოდენობა 4000-მდე აღწევს. მეცნიერების მიერ განსაზღვრულია, რომ თამბაქოს ბოლში შედის ორმოცზე მეტი კანცეროგენი. კანცეროგენი წარმოადგენს კიბოს გამომწვევ ნივთიერებას.
სიგარეტის ბოლი შეიცავს ისეთ მომწამლავ გაზს, როგორიცაა კარბონმონოქსიდი, რომელიც შედის აგრეთვე ავტომობილის ძრავის გამონაბოლქვში. ამ გაზის მომწამლავი მოქმედება გამოიხატება იმით, რომ იგი სისხლის წითელ ბურთულებს ჟანგბადზე ადვილად უერთდება, იკავებს რა ჟანგბადის ადგილს, მწეველის ორგანიზმი ვეღარ მარაგდება საჭირო რაოდენობის ჟანგბადით. ორგანიზმში ჟანგბადის უკმარისობა კი იწვევს სხვადასხვა სასიცოცხლო სისტემების ფუნქციების დაქვეითებას.


თამბაქოს მავნე გავლენა ორგანიზმზე

საყოველთაოდ ცნობილია, რომ თამბაქოს წევის პროცესში წარმოქმნილი ნივთიერებები მავნე ზეგავლენას ახდენს ადამიანის ყველა ორგანოზე და, შესაბამისად, ყველა სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაზე.
თამბაქოს კვამლის შესუნთქვისას ზიანდება კბილის მინანქარი, რაც იწვევს კარიესის გაჩენას, კბილები ყვითლდება, ხშირად ვითარდება სტომატიტი და გინგივიტი.
თამბაქოს წევა იწვევს სისხლძარღვულ ცვლილებებს. ნიკოტინის მოქმედების შედეგად ვიწროვდება სისხლძარღვები, მათ კედლებში წარმოქმნილი ტროფიკული ცვლილებები კი ხელს უწყობს ათეროსკლეროზისა და სისხლძარღვთა სისტემური დაავადების განვითარებას. ნიკოტინი ერთ-ერთი ფაქტორია, რომელიც ადიდებს მიოკარდიუმის ინფარქტის, გულის კუნთის და ტვინის სისხლძარღვების დაავადების რისკს. კარდიოლოგთა მონაცემებით, თამბაქოს მწეველთა შორის მიოკარდიუმის ინფარქტით სიკვდილიანობა ორჯერ მეტია, ვიდრე არამწეველთა შორის.
გასაკვირი არ არის, რომ თამბაქოს მწეველებში მომატებულია სასუნთქი გზების დაავადებების – ქრონიკული ბრონქიტის, ბრონქული ასთმის, ბრონქოექტაზიისა და ემფიზემის სიხშირე; ბრონქებისა და ბრონქიოლების ლორწოვანი გარსის სისტემატური გაღიზიანება იწვევს მათ ქრონიკულ დაავადებებს, რაცზოგჯერ მთავრდება ბრონქული ასთმის ჩამოყალიბებით. სამრეწველო საწარმოების გამონაყოფებით და ავტოტრანსპორტის მიერ გამონაბოლქვი აირებით დაბინძურებული ატმოსფერული ჰაერის და ბოლის ერთდროული შესუნთქვაც, ცხადია, კიდევ უფრო ზრდის სასუნთქი სისქემის დაავადებათა სიხშირეს.
თამბაქოს წევის ერთ-ერთი ყველაზე საშიში შედეგია ფილტვის კიბოთი დაავადება. არსებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ფილტვის კიბოს დაავადების საშიშროება თამბაქოს მწეველთა შორის ოცჯერ მეტია, ვიდრე არამწეველებში. ფილტვის კიბოს გამომწვევ მიზეზად მიჩნეულია ნიკოტინის ფისში ე.წ. კანცეროგენული (კიბოს გამომწვევი) ნივთიერებისა და რადიაქტიური ელემენტის – პოლონიუმის შემცველობა.
დადგენილია, რომ მწეველთა შორის ტუბერკულოზით დაავადებულთა რიცხვი თითქმის ორჯერ მეტია. მოზრდილთა შორის ტუბერკულოზით დაავადებულთა 95% მწეველები არიან.
ნიკოტინის შხამი მოქმედებს ვეგეტატიურ ნერვულ სისტემაზე, უფრო მეტად კი თირკმელზედა ჯირკვლებზე. თირკმელზედა ჯირკვლები წარმოადგენს წყვილ ჰორმონულ ჯირკვალს, რომლებიც გავლენას ახდენენ ორგანიზმის ბევრ მნიშვნელოვან ფუნქციაზე. ისინი სისხლში გამოყოფს ისეთ საშუალებებს, ადრენალინი და ნორადრენალინი (კატექოლამინები). ისინი სისხლის გზით გადადიან სხეულის სხვადასხვა უბანში და ზემოქმედებას ახდენენ შინაგანი ორგანოების ნერვულ აპარატზე. ნიკოტინის მცირე დოზა კატექოლამინების გამოყოფას აძლიერებს, ხოლო დიდი დოზა კი ამცირებს მათ გამოყოფას. ამის შედეგად ნიკოტინის მცირე დოზა იწვევს არტერიული სისხლის წნევის დონის მომატებას, ხოლო დიდი დოზა კი გულ-სისხლძარღვთა მუშაობის დათრგუნვას. სწორედ ამით აიხსნება ნიკოტინით მწვავე მოწამვლის დროს სისხლძარღვებში წნევის მკვეთრი დაწევა, რაც იწვევს თავბრუსხვევას, გონების დაკარგვას და სიკვდილს.
თამბაქოს წევის ნიადაგზე ავთვისებიანი სიმსივნე შეიძლება წარმოიქმნას აგრეთვე პირის ღრუში, ხახაში, ხორხში, საყლაპავ მილში, თირკმელში, შარდის ბუშტში. თამბაქოს მწეველების, – რომლებიც სისტემატურად ყლაპავენ ნერწყვს და მასში შემცველ თამბაქოს წვის პროდუქტებს, – კუჭში კანცეროგენული ნივთიერებაც ხვდება.
ნიკოტინი ნაადრევად უკარგავს მადას ადამიანს, ხელს უწყობს საჭმლის მონელების მოშლას, ვითარდება ვეგეტატიური დარღვევები – ძლიერდება კუჭის სეკრეცია, მკვეთრად მატულობს კუჭისა და ნაწლავების კატარული მდგომარეობისა და წყლულის განვითარებისათვის. თამბაქოს მწეველებში კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება 2-3-ჯერ უფრო ხშირია.
ნიკოტინი უარყოფით გავლენას ახდენს სასქესო ჯირკვლებზეც. იგი ხელს უწყობს სქესობრივ უძლურებას. ნიკოტინით ინტოქსიკაციის შეწყვეტა განაპირობებს სქესობრივი ფუნქციის აღდგენას.
მწეველები და გარემო
თამბაქოს წევა მავნეა არა მარტო მწეველისათვის, არამედ იმათთვისაც, ვინც მწეველებთან ერთად შენობაში იმყოფება და თამბაქოს კვამლით მოწამლული ჰაერით სუნთქავს. ყოველწლიურად ასობით არამწეველი იღუპება თამბაქოს მოწამლული ჰაერის მათ ორგანიზმში მოხვედრის გამო. მათი უმრავლესობაა ბავშვები და მოზარდები. მწეველები დიდ ზიანს აყენებენ თავიანთი ოჯახის წევრებს, მეგობრებს და თანამშრომლებს.
ადამიანს, რომელიც სუნთქავს თამბაქოს ბოლით დაბინძურებულ ჰაერს, – პასიური მწეველი ეწოდება. პასიური მოწევა საფრთხეს უქმნის ადამიანთა ჯანმრთელობას. გამოთვლილია, რომ წელიწადში თითქმის 50 000 არამწეველი იღუპება პასიური წევისაგან გამოწვეული შედეგების გამო. არამწეველთა შორის პასიური მოწევა ყველაზე ძალიან მოქმედებს ბავშვებზე, მოზარდებზე და იმ პირებზე, რომელთაც აქვთ ასთმა, ემფიზემა, გულის დაავადებები თუ სხვა სერიოზული დაავადებები.
პასიური მწეველი სუნთქავს ორი ტიპის ბოლს: პირდაპირი და გვერდითი გამონაბოლქვი.
პირდაპირი არის ის გამონაბოლქვი, რომელსაც უშვებს ანთებული სიგარეტი; ხოლო გვერდითი, – რომელსაც ამოისუნთქავს მწეველი სიგარეტის მოწევის დროს.
გვერდითი ბოლი შეიცავს ორჯერ მეტ ნიკოტინს და ხუთჯერ მეტ კარბონმონოქსიდს, ვიდრე პირდაპირი ბოლი. აგრეთვე მის შემადგენლობაში უფრო მეტია სხვა მომწამლავი ნივთიერებებიც.
მწეველი მშობლების შვილები ფაქტობრივად არიან პასიური მწეველები. ასეთ ბავშვებში აღინიშნება ინფექციური დაავადებებისადმი ნაკლები წინააღმდეგობის უნარი, ისინი ხშირად ავადმყოფობენ, აცდენენ სკოლას და უფრო დიდხანს არიან საავადმყოფოებში, ვიდრე არამწეველთა შვილები.
ამერიკის შეერთებული შტატების 30-ზე მეტ შტატში აკრძალულია სიგარეტის მოწევა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.
ნიკოტინის “მცირე რაოდენობის” შემცველი სიგარეტები
იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანის ჯანმრთელობაზე სიგარეტის მოწევის მავნე გავლენის შესახებ ფართოდ გახდა ცნობილი, თამბაქოს კომპანიებმა დაიწყეს ნიკოტინის “მცირე რაოდენობის” შემცველი სიგარეტების გამოშვება. თვლიდნენ რომ ისინი ჩვეულებრივ სიგარეტთან შედარებით უფრო უსაფრთხოა, მაგრამ ეს ასე არ არის. ამ სიგარეტის ფილტრით მცირდება მხოლოდ ადამიანის ორგანიზმში შემავალი ბოლის და არა ნიკოტინისა თუ კარბონატის მონოქსიდის რაოდენობა.
გამოკვლევებმა გვიჩვენა, რომ ნიკოტინის “მცირე რაოდენობის” შემცველი სიგარეტების მოწევა არ ამცირებს ისეთი დაავადებების განვითარების რისკს, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა და ფილტვის ქრონიკული დაავადებები, პირის ღრუს სიმსივნეები და სხვა.
რატომ უნდა დაანებოთ თავი სიგარეტს?
მსოფლიოში, ყოველწლიურად, თამბაქოს მოწევას თავს ანებებს მილიონობით ადამიანი. მწეველთა უმრავლესობისათვის ეს პროცესი ადვილი არ არის, რადგან მათი ორგანიზმი შეჩვეულია ნიკოტინს. მიღების შეწყვეტის შემდეგ მათ უწევთ გაიარონ რთული ფიზიკური და ფსიქოლოგიური გარდამავალი პერიოდი, სანამ თავს იგრძნობენ ისევე კომფორტაბელურად, როგორც გრძნობენ არამწეველები.
თუ ადამიანს სურს თავი დაანებოს სიგარეტის წევის ამ მავნე ჩვევას, მან პირველ რიგში უნდა გააცნობიეროს, თუ რა დადებითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს თან ამ ფაქტს.
ადამიანი თავს დაანებებს თუ არა სიგარეტის მოწევას, მაშინვე იწყება ორგანიზმის გაწმენდის პროცესი. პირველი 24 საათის განმავლობაში ნიკოტინისა და კარბონატის მონოქსიდის დონე სისხლძარღვებში სწრაფად ეცემა. ნიკოტინის განმეორებითი დოზების მიუღებლობის შემთხვევაში გულისცემა რეგულირდება და სისხლის წნევა მცირდება. იმის გამო, რომ კარბონმონოქსიდი აღარ ხვდება ორგანიზმში, სისხლძარღვებში მატულობს ჟანგბადის შემცველობა. ორი-სამი დღის შემდეგ ნიკოტინის დიდი ნაწილი გამოიდევნება ორგანიზმიდან.
რამდენიმე დღის შემდეგ მცირდება მწეველის ქრონიკული ხველება, რამდენიმე კვირაში კი სულ ქრება. ადამიანს ფილტვები უსუფთავდება და სუნთქვა უადვილდება.
თამბაქოს წევის დანებების ორი წლის შემდეგ ყოფილი მწეველისათვის გულისა და ფილტვების დაავადებების განვითარებისა რისკი იგივეა რაც არამწეველთათვის.
რაც შეეხება ამ პროცესის სხვა დადებით მხარეებს, – სიგარეტის თავის დანებების შემდეგ ადამიანს უქრება პირის ღრუში უსიამოვნო გემო, უმჯობესდება ყნოსვა, ძილი უფრო მშვიდი აქვთ და გაღვიძებისას კარგად გრძნობენ თავს. თამბაქოს გამო ადამიანს კბილები და ხელის თითები გაყვითლებული აქვს.
თამბაქოს წევის დანებება აუმჯობესებს ადამიანის გამომეტყველებას, სისხლძარღვების ცირკულაციას მოწესრიგების გამო კანი უფრო ჯანმრთელად გამოიყურება. მისი სუნთქვა და ტანსაცმელი უფრო ჯანსაღია.
როგორ უნდა დაანებოთ თავი ამ მავნე ჩვევას?
სიგარეტის მოწევის თავის დანებება ყველა პირობებში ძალიან ძნელია. სიგარეტის მოწევას თავს ვერ დაანებებთ, თუ არ იცით ეს როგორ გააკეთოთ. ამისათვის არ არსებობს რამე საუკეთესო გზა. ზოგი ადამიანი სიგარეტს თავს ანებებს უეცრად და, როგორც ამბობენ, ეს ყველაზე ეფექტური გზაა. ამ პროცესისათვის დამახასიათებელი სიმპტომები, მართალია, მეტი ინტენსიურობით იჩენს თავს, მაგრამ მალე ქრება. ზოგი ამჯობინებს სიგარეტის მოწევას თავი დაანებოს თანდათანობით. ასეთ დროს ამ პროცესისათვის დამახასიათებელი სიმპტომები ნაკლებად აწუხებს მას, მაგრამ სამაგიეროდ უფრო დიდი ხნის განმავლობაში.
თუ თქვენ სცადეთ დაანებოთ თავი სიგარეტის მოწევას და არაფერი გამოგივიდათ, არ შეშინდეთ, სცადეთ კიდევ ერთხელ, რადგან ბოლოს და ბოლოს აუცილებლად მიაღწევთ მიზანს.
რამდენიმე წესი იმისათვის, თუ როგორ დაანებოთ თავი სიგარეტის მოწევას:
დანიშნეთ ამისათვის ზუსტი დღე. უმჯობესია რომ ეს დღე იყოს უახლოეს მომავალში;
სანამ მოწევას თავს დაანებებთ, აღნიშნეთ რა სიხშირითეწევით და უფრო ხშირად რა საქმიანობის დროს;
ჩამოთვალეთ მიზეზები, თუ რატომ გინდათ დაანებოთ თავი სიგარეტს;
უთხარით ყველას, რომ სიგარეტის მოწევას თავს ანებებთ, არ დამალოთ, სთხოვეს თქვენი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ყოველნაირად ხელი შეგიწყონ, დაგეხმარონ;
სიგარეტის მოწევას დაანებეთ თავი ზუსტად თქვენს მიერ დანიშნულ დღეს. აღარ შეინახოთ სიგარეტი სახლში და ეცადეთ უარი თქვათ სხვის მიერ შემოთავაზებულ ერთ ღერზეც კი;
მოახდინეთ თქვენი ყურადღებისა და ძალების მობილიზაცია, რომ მიმდინარე დღეს არ მოსწიოთ სიგარეტი, ნუ ინერვიულებთ ხვალინდელ დღეზე ან მომავალ კვირაზე;
შეეცადეთ მომავალ დღეებში აიცილოთ თავიდან ის საქმიანობა, რომელიც სიგარეტის მოწევასთან იყო დაკავშირებული ან სიგარეტს გაგონებთ;
უმჯობესია დაკავდეთ ისეთი საქმიანობით, რომლის დროსაც სიგარეტის მოწევა არ გაგახსენდებათ ან, თუ ძალიან გაგიჭირდებათ მიიღეთ შხაპი ან იცურავეთ, რადგან ამ დროს ფიზიკურად ვერ შეძლებთ მოწევას;
დააჯილდოვეთ თქვენი თავი: იმ ფულით, რაც დაზოგეთ სიგარეტის თავის დანებების გამო, იყიდეთ თქვენთვის რაიმე სასიამოვნო ან დააგროვეთ ფული სასურველი მოგზაურობისათვის;
ხშირად გაახსენეთ საკუთარ თავს, რომ სიგარეტის თავის დანებება არის თქვენთვის ძალიან სასარგებლო, გადახედეთ ხოლმე ზემოთ აღნიშნული მიზეზების სიას, დაუხატეთ თქვენ თავს მომავალი ჯანმრთელი და კომფორტული ცხოვრების სურათი.

თამბაქოს წევა არის პირდაპირი გზა დაავადებისაკენ, სიცოცხლის შემოკლებისაკენ. თამბაქოს წევის მავნე ჩვევის მინებება ყოველთვის შეიძლება. ამისათვის საჭიროა მხოლოდ სურვილი და ნებისყოფა.
2

მწეველთა და არამწეველთა ფილტვები

 
იტალიური სკოლის XI კლასში ძალზედ დიდი პრობლემაა!!!
 


 ერთ-ერთი ჩვენი თანაკლასელი აწ უკვე 3 წელია მიდრეკილია მოწევისადმი. იმისათვის, რომ იგი დაგვერწმუნებინა სიგარეტის მავნებლობაში გადავწყვიტეთ მისი ფილტვები რენტგენის აპარატზე გაგვეშუქებინა და შემდეგ არამწეველის ფილტვებთან შეგვედარებინა.


გამარჯობა

 მე ნიკა სვინტრაძე ვარ. უნდა გამოვტყდე
 რომ სიგარეტს უკვე სამი წელია ვეწევი.
რამდენჯერმე ვცადე ეს მავნე ჩვევა მომეშორებინა,
რა არ ვცადე: ხან დავიფიცე, ხან პირობა დავდე,მაგრამ ვერ გავუმკლავდი. როდესაც ამ ბლოგზე დავიწყე ფიქრი, მე და გიორგიმ გადავყწვიტეთ ორიგინალურები ვყოფილიყავით. ჩვენ წავედით
რენტგენის კაბინეტში და ფილთვების სურათი გადავიღეთ.


                                                               გამარჯობა
                                                           მე გიორგი გვენეტაძე ვარ. ნიკასგან განსხვავებით სიგარეტს არ ვეწევი. ნიკას არ     უნდა იმის გათავისება თუ რა ზიანს აყენებს ნიკოტინი მის ორგანიზმს. ამიტომაც შევთავაზე ერთად წავსულიყავით და გადაგვეღო ჩვვენი ფილტვების რენდგენი.     ჩვენი ფილტვების რენდგენის სურათის შედარებისას იმედიმაქვს ნიკა დარწმუნდება სიგარეტის მავნებლობაში. 




ექიმმა აგვიხსნა რომ ნიკას რენტგენის სურათზე ჩრდილები ნიკოტინის კვალი. ის ჯერ "სტაჟიანი" მწეველი არ არის, ამიტომ მისი ფილტვები ჯერ კიდევ "საყვარლად" გამოიყურება. თუ გონს არ მოეგება წინ ასეთი პერსპექტივა ელის.



ჩვენს მიერ შემუშავებული სიგარეტის თავის დანებების გზების სანახავად გთხოვთ გადაბრძანდეთ ბმულზე :http://mowevacudia.blogspot.com/2015/10/blog-post_45.html


0

Friday 16 October 2015

თამბაქო - პლანეტის "კიბო"


ამ სტატიით მინდა გამოვეხმაურო პრობლემას, რომელმაც ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი დაიპყრო და რომელიც მე პირადად საშინელ სენად მიმაჩნია. საუბარი რა თქმა უნდა მოწევას ეხება.
მოწევა, ეს არის ნელი თვითმკვლელობა, ნარკომანიის ერთერთი ფორმა. მთელ მსოფლიოში სხვადასხვა ხერხით ცდილობენ  ამ პრობლემასთან ბრძოლას. ზოგ ქვეყანაში სიგარეტის ღირებულება გაზარდეს, ზოგში კი სხვადასხვა ამკრძალველი კანონებიც მიიღეს, მაგალითად ზოგ ქვეყანაში არამწეველი პიროვნების ანაზღაურება უფრო მეტია ვიდრე მწეველის და სამსახურში მიღების დროსაც არამწეველს ენიჭება უპირატესობა, რადგან ის არ კარგავს დროს მოწევაზე და უფრო ეფექტურად მუშაობს.
ევროპაში ეს ჩვევა უკვე "გოიმობად" ითვლება, ტარდება მოწევის საწინააღმდეგო ღონისძიებები. ქალაქებში, სამსახურებში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოიყო სპეციალური ადგილები მწეველთათვის. სამწუხაროდ საქართველოში ეს კულტურა ჯერ ვერ იკიდებს ფეხს, რაც მე პირადად ძალიან მაღიზიანებს. რადგან ამით ირღვევა არამწეველი მოსახელობის უფლებები.ყველაზე მეტად მაღიზიანებს იმ მანდილოსნების საქციელი, რომლებიც ორსულობის პერიოდში და თავის პატარა შვილების თანდასწრებით ეწევიან, ისინი ამით ზრდიან ნაყოფის დაზიანების რისკს. ყოველი ღერი სიგარეტი იწვევს ნაყოფისთვის ჟანგბადის მიწოდების შემცირებას, რაც ზრდის ნაყოფის განუვითრებლობის და სიკვდილიანობის რისკს. ასევე მოქმედებს მოწევა მაშინ როდესაც ბავშვი მწეველი დედის რძით იკვებება. მწეველი დედა არის საკუთარი შვილის პოტენციური მკვლელი, რამდენიმე წამიანი "სიამოვნებისთვის" ის კლავს, ან სამუდამოდ უმახინჯებს ცხოვრებას თავის ნაყოფს. 
ასევე მაღიზიანებს იმ მწეველთა საქციელი, ვინც "მაგარი ტიპობის"
გამო იწყებს მოწევას, შემდეგ კი მშობლებისგან და ნაცნობებისგან ფარულად ეწევა, ეს კიდევ ერთი საკუთარი თავის დამამცირებელი საქციელია, რადგან გააზრებული გაქვს, თუ რამდენად ცუდ რამეს აკეთებ, მაგრამ მაინც არ ეშვები. მითუმეტეს როდესაც საკუთარი ფული არ გააჩნიათ და სიგარეტის სამათხოვროდ უცნობ ხალხს აწუხებენ. ეს პრობლემა მშობლების ბრალიცაა, რადგან ისინი იმის მაგიერ რომ აუხსნან თუ რა მავნებელია სიგარეტი მათი ჯანმრთელობისთვის, პირდაპირ მუქარაზე გადადიან, თან მათ თვალწინ აბოლებენ სიგარეტს. ბავშვი ხომ იმას აკეთებს რასაც უფროსები აჩვენებენ. მითუმეტეს მაშინ, როდესაც ხალგაზრდებში "მალე გაზრდის" სენი არის გამეფებული . ყველა ცდილობს რომ უფრო დიდი გამოჩნდეს და ხშირად სწორედ ამ საშინელი საქციელით ცდილობენ ამის მიღწევას.

ჩვენს ქვეყანაში არსებობს კანონი, რომლის მიხედვითაც სიგარეტის მიყიდვა არა სრულწლოვანისთვის ისჯება, მაგრამ ჯერ არ მინახავს ისეთი მაღაზია სადაც ამ წესს იცავენ, ამიტომ ვფიქრობ რომ ეს კანონი უნდა გამკაცრდეს და ჯარიმის ოდენობა უნდა გაიზარდოს, ახლა მეტყვით რომ ის გამყიდველი ცოდოა, ისედაც ორ კაპიკზე მუშაობსო, მაგრამ მირჩევნია იმ გამყიდველს კანონის დარღვევისთვის ორი კაპიკი მოაკლდეს, ვიდრე მის გამო რომელიმე ახალგაზრდამ სიცოცხლის დრო შეიმციროს. რესტორნებში, საზოგადოებრივი თავშეყრის და მსგავს ადგილებში უნდა გამოიყოს სპეციალური ადგილები მწეველთათვის და უნდა გააქტიურდეს მოწევის საწინააღმდეგო ორგანიზაციები, ჩატარდეს ღონისძიებები არამწეველთა წასახალისებლად. 
ბევრი ამ მავნე ჩვევას იმით ამართლებს, რომ სიგარეტი და ნიკოტინი მათ სტრესის დროს ეხმარება და ნერვულ სისტემას აწყნარებს, ეს სრული სისულელეა, რადგან რეალურად აქ სიგარეტი არაფერ შუაში არ არის, ამ დროს ირთვება პლაცებოს ეფექტი, უბრალოდ ფსიქოლოგიურად იჯერებ, რომ ნიკოტინი გიშველის, გონებაც გადაერთვება ამ ფიქრებზე და პრობლემებზე ფიქრი წყდება. იგივე ეფექტი ექნება სხვა რამესაც, თუნდაც შოკოლადს, თუ მასზე იგივენაირად ვიფიქრებთ, როგორც სიგარეტზე.

რეალურად სიგარეტი იმაზე საშიში და მავნებელია ორგანიზმისთვის, ვიდრე თქვენ ყველაზე ცუდ ფიქრებშიც კი წარმოგიდგენიათ. "ნაპასის" დარტყმისას სიგარეტის ბოლო ხურდება 600 გრადუს ცელსიუსამდე და იწვევს სხვადასხვა მავნებელი ნივთიერებების გააქტიურებას. ამერიაკში, სწორედ მოწევაა ყოველი მეექვსე სიკვდილის გამომწვევი მიზეზი, და მათ შორის ნახევარზე მეტი იღუპება 
კიბოთი.


მოწევა იწვევს კბილებზე ემალის დაზიანებას, ყნოსვისა და გემოს შეგრძნების დაქვეითებას, იწვევს სისხლძარღვთა შევიწროებას, რის გამოც ორგანიზმი იღებს გაცილებით ნაკლებ ჟანგბადს, ვიდრე მას სჭირდება ნორმალური ფუნქციონირებისთვის, რის შედეგადაც გული იწყებს უფრო აქტიურად მუშაობას ამ დანაკლისის ასანაზღაურებლად და ჩნდება გულის დაავადების რისკი. მოწევა ასევე აზიანებს ტვინს და შინაგან ორგანოებს, იწვევს კანის ნაადრევ დაბერებას და ნაოჭების ადრეულ ასაკში გაჩენას. პროფესორმა იაკობსონმა, დაადგინა რომ მოწევა მამაკაცებში იწვევს პოტენციის დაქვეითებას, ქალებში კი ზრდის კლიმაქსის ნაადრევ ასაკში გამოვლენის რისკს. მოწევა ასევე იწვევს პირიდან არასასიამოვნო სუნს, რაც უხერხულ სიტუაციას ქმნის საუბრისას.
მოწევა ხშირად სუსტ ნებისყოფას უსვამს ხაზს და ამ შემთვევაში ამ ჩვევის გადასაგდება უნდა მიმართოთ ექიმს.
ბევრი თვლის, რომე ექიმთან მისვლით ყველაფერი გადაწყდება და ყველაფერს ექეიმი უშველის, ეს ასე არ არის. ამ სენის მოშორებაში მთავარი როლი ეკისრება პაციენტს, მან უნდა მოიკრიბოს ნებისყოფა, რადგან ეს არის ძალიან რთული და ხანგრძლივი პროცესი, როგორც ფიზიკური მხრივ ასევე ფსიქოლოგიურად. მწეველს ამ დროს სჭირდება მის გარშემო მყოფი ხალხის გვერდში დგომა და ხელშეწყობა. 
მსოფლიოში 120მდე ხერხი არსებობს, იმისა თუ როგორ დაანებოთ მოწევას თავი, მაგრამ აქტიურად გამოიყენება მხოლოდ 40, მაგრამ რა ხერხსაც არ უნდა მივმართოთ, ყველა მათგანი უსარგებლო და ხანმოკლე იქნება, თუ მას არ დავუმატებთ ფსიქოლოგის დახმარებასაც, რადგან ამ შემთხვევაში უდიდეს როლს თამაშობს ფსიქოლოგიური განწყობა. ბევრი მწეველისთვის სიგარეტის გადაგდება, საუკეთესო მეგობართან განშორების ტოლფასია, სწორედ ამიტომ ის რამდენიმე კვირა უნდა მომზადდეს ფსიქოლოგიურად ამ ნაბიჯისთვის, დარწმუნდეს სიგარეტის მავნებლობაში, შემუშავდეს გეგმა თუ როგორ იცხოვრებს სიგარეტის გარეშე. ბევრისთვის მოწევა ნაცნობების შეძენის და ხალხთან ურთიერთობის აწყობის საშუალებაცაა, ამიტომ სასურველია ჯგუფური ფსიქოლოგიური სეანსები 2-3 ადამიანთან ერთად. მწეველი უნდა მოემზადოს იმისთვის რომ მას გაუთავისუფლდება რაღაცა დრო დღის განმავლობაში და ამის გამო მან სიცარიელე არ უნდა იგრძნოს. ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა და ჯანმრთელობის დონე 50-55% დამოკიდებულია გარემოზე სადაც ის ცხოვრობს და მისი ცხვორების წესზე, აქ კი დიდ როლს თამაშობს მოწევა, მას შეუძლია ადამიანის დაავადება საკმაოდ მოკლე დროში. 
საშინელ შედეგს იწვევს მოწევა არამწეველისთვის, რომელებიც
ჩაისუნთქავენ გამოშვებულ ბოლს, ანუ ხდებიან პასიური


მწეველები, იზრდება მათი, გულის დაავადებით, ასთმით, კიბოთი და სხვა საშინელი დაავადებით დაავადების რისი, ამიტომ დაფიქრდით სანამ თქვენ სიგარეტს მოუკიდებთ, ამით არა მხოლოდ თქვენ თავს კლავთ, არამედ თქვენს გარშემო მყოფ ხალხსაც და უმეტეს შემთხვევაში ხომ ისინი თქვენი მეგობრები, ოჯახის წევრები და საყვარელი ხალხია, ამიტომ შეეცადეთ სანამ რამეს გააკეთებთ დაფიქრდეთ, თუ შენ ახლაც გიჭირავს სიგარეტი ხელში ან გვერდზე გიდევს გამოიჩინე სიმამაცე და ერთი ღერი მაინც გადატეხე და გადააგდე, ამით შენ მხოლოდ შენ თავზე არ ზრუნავ. დაფიქრდი იმაზეც, თუ რამდენჯერ უთხოვია შენს მშობელს, რომ არ მოგეწია და მისი ხათრით მაინც შეეშვი, მასზე წმინდა და კეთილის მსურველი ხომ ცხოვრებაში არავინ გყავს, მითუმეტეს თუ უმალავ და სურვილის აუსრულებლობის გარდა, ატყუებ კიდეც მას. 

0

Thursday 15 October 2015

შალვა სირაძის გამოკითხვა

გამარჯობა

   მე შალვა სირაძე ვარ. გადავწყვიტე ჩემი ბლოგის მეშვეობით დაგანახოთ თუ რა ზიანი მოაქვს ერთი შეხედვით ''უწყინარ'' ჩვევას ეგრეთ წოდებულ ''ბიჩოკის'' გადაგდებას ქუჩაში.



  წარმოგიდგენთ ჩემს მიერ წარმოებულ დათვლების საბოლოო შედეგებს: დღესდღეობით თბილისსში ერთ მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, აქედან 18 დან 80 წლამდე მოსახლეობა დაახლოებით 65%-ს შეადგენს. დავუშვათ ამ რიცხვიდან მწეველია 1/3. ამ 1/3 დან ნახევარი რბილად რომ ვთქვათ არ ზრუნავს საკუთარ ქალაქზე და პირდაპირ ქუჩაში ყრის სიგარეტის ნამწვავს. ერთი ადამიანი დღეში საშუალოდ 10 ღერ სიგარეტს ეწევა. ამ ადამიანების მიერ ქუჩაში ერთი საათის განმავლობაში დაგდებული ნამწვავის რაოდენობა 200.000 ხოლო ერთი წლის განმავლობაში ჩვენი ქალაქი ასეთი სანახავი იქნება.
 
  
 თუ გავითვალისწინებთ რომ სისუფთავისა და ჰიგიენის დაცვა თითოეული ჩვენგანის მოვალეობა კი არა ვალდებულებაა.  მოერიდეთ ასეთ საქციელს.


0
Powered By Blogger
Powered by Blogger.

Popular Posts